რიო 2016: იაკობ ქაჯაიამ პირველი შეხვედრა იოლად მოიგო

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში წარმატებით ჩაება იაკობ ქაჯაია (130 კგ).

წყალტუბოელმა ფალავანმა სასტარტო შეხვედრა ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან გამართა და მეტოქე პირველსავე პერიოდში დაამარცხა - 8:0.

იაკობ ქაჯაიას მეტოქე მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკისა და ეგვიპტელ მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფს შორის გამარჯვებული იქნება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
უკაცრავად მეგონა საიტზე უყურეო საზგვარ გარეტ ვარ და ვერ ვუყურებ ჯიდაობს
beso
18:40 15-08-2016
0
ჩვენ გვქონდეს რუსეთის 20% ოკუპირებული (და არა პირიქით) და ჩვენც ვუგულშემატკივრებდით, ბრატცი ;). იგრძენით განსხვავება. ;)
ჰმ
18:33 15-08-2016
0

სიახლეები პოპულარული