ირანელმა მწვრთნელმა ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა

AutoSharing Option
ირანელი მძიმეწონოსანი ძალოსნის, ბეჰდად სალიმის მწვრთნელმა საჯად ანუშირავანიმ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ირანელ ძალოსანს ოქროს მედალი მსაჯებმა წაართვეს.

- ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

სალიმმა, რომელიც ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძის წონით კატეგორიაში (+105 კგ) ასპარეზობდა, ატაცში 216 კგ დაძლია, თუმცა აკვრაში ვერცერთი ცდა გამოიყენა. თავდაპირველად ირანელმა 245 კგ ვერ დაიმორჩილა. მართალია, მეორე ცდაზე ეს მოახერხა, მაგრამ მსაჯებმა ძალოსანს შტანგის აწევისას შეცდომა დაუფიქსირეს და შედეგი არ ჩაუთვალეს.
სალიმს მესამე ცდაც გაუცუდდა.

ირანელი მწვრთნელის სიტყვებს Daily Mail-ი აქვეყნებს:

"ეს შეთქმულება იყო, ჟიურიში ჩვენი მტრები ისხდნენ. აშკარაა, რომ სწორედ მათ მოპარეს სალიმის მედალი. მსაჯები განგებ იყვნენ შერჩეულნი, რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო. ის (სალიმი) ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია. მან დღეს აქ მსოფლიო რეკორდი დაამყარა...".

აღსანიშნავია, რომ თავად სალიმიმ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ქართველებს წარმატება გულითადად მიულოცა.

- ირანელი სპორტსმენის ღირსეული საქციელი ტალახაძის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 21 /
Kargi raa. Im meore cdaze ver awia 245 idayvi ar qonda gamartuli da magi 257is amwevi nagdad ariyo
Sandro
13:36 17-08-2016
0
თვითონ იდიოტი იყო, ვერ გათვალა შეგირდის ძალები და ახლა მსაჯებს აბრალებს
მერაბი
14:02 17-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული