რიო 2016: ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა.

ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

ნადირაძის მეტოქეები ფინალში იქნებიან: აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვალენტინ დემიანენკო, რუსი ანდრე კრაიტორი, ფრანგი ტომას სიმარტი, ჩეხი მარტინ ფუკსა, ჩინელი
ქიანგ ლი, ესპანელი ლოპეც ბენავიდესი და ბრაზილიელი დოსანტოს კუეიროსი.

ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 16:25 საათიდან დაიწყება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
რაღაც მედლის სუნი ტრიალებს სულერთია რა იქნება ამ ჩვენთვის უცხო სახეობაში.
guka
18 აგვისტო 2016 09:11
0
ყოჩაღ ესეც დაუგეგმავი მედალი გული მიგრძნობს იქნება
rati
18 აგვისტო 2016 09:09
0
ეს კაცი გმირია თავისი შემართებით და პროფესიონალიზმით.ამ ჩვენთვის უცხო სახეობაშიც რაღაც შეგვძლებია.გაიხარე !
ALONZO
17 აგვისტო 2016 23:47
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ზაზა!! პირდაპირი მნიშვნელობით! აბა შენ იცი! :)
ფრანიო
17 აგვისტო 2016 21:03
0
მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, შორიდან ვიცი ეს ბიჭები მტკვარზე რომ ვარჯიშობენ ხოლმე მცხეთასთან. რაღაცნაირად კარგს მიგრძნობს გული. ღმერთი შენთან ზაზა!
B-52
17 აგვისტო 2016 20:49
0
კარგი შედეგი როგორია? ანუ მაგალითად მსოფლიო რეკორდი ან ეს მონაცემი სავარაუდოდ რომელი სინჯის მედლისთვის იქნება საკმარისი დაახლოებით? ცოტა მეტი ინფო მოგვაწოდეთ ჟურნალისტებს ვგულისხმობ
qar
17 აგვისტო 2016 19:44
0
საღოლ ზაზა, საღოლ იმენა გენაცვალე ჯიგარში...

ნეტა ყველა ესე მონდომებული იყოს
qartveli
17 აგვისტო 2016 18:54
0
ოქროს სუნი მცემს.მიდი ზაზა ოქრო ჩვენია
123
17 აგვისტო 2016 18:42
0
შესანიშნავია ფინალში გასვლა. გამარჯვებას გისურვებთ ფინალში ზაზა. ამ სპორტის სახეობაში პირველად გვყავს წარმომადგენელი ოლიმპიადაზე. იქნება გამარჯვებით ამ ლამაზი სპორტის სახეობის პოპულარულობა და ხელშეწყობა დაიწყოს.
ლუკა
17 აგვისტო 2016 18:36
0
ზაზა გილოცავ, კაი შედეგით გახვედი ფინალში და წარმატებულ ფინალს გისურვებ, მჯერა მაქსიმუმს დადებ
algeti
17 აგვისტო 2016 18:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული