ლაშა ტალახაძე: ოლიმპიური ჩემპიონობა გულშემატკივართა ამხელა სიყვარულით შევიგრძენი

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიადაზე დასრულებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველი ოლიმპიელები დღეს გამთენიისას სამშობლოში დაბრუნდნენ.

სამშობლოში დაბრუნდა ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, მსოფლიო რეკორდიც დავამყარე და ცხადია, საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს ჩემი მაქსიმუმი არაა. მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს, რომლებმაც ასეთ ძლიერად გამხადეს. საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებულად დასრულდა, რისთვისაც უფალს დიდ მადლობას ვუხდი.

შეჯიბრის დასრულების შემდგემ სულ იმაზე ვფიქრობდი და ის მახარებდა, რომ იმ გულშემატკივრების გახარება მოვახერხე, ვინც ჩემს გამოსვლას ელო
და. დღეს კი ოლიმპიური ჩემპიონობა აქ ჩამოსვლითა და გულშემატკივართა ამხელა სიყვარულით შევიგრძენი!", - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ლაღად და დამაჯერებლად გეცხოვროს, როგორც რეკორდის აღებისას გამოიყურებოდი. ღმერთმა გაგხაროთ.
რეზო
25 აგვისტო 2016 11:58
0


და შენი მუდამ ერთგული გულშემატკივარი,ანუ ელემენტარული ე რ ო ვ ნ უ ლ ი ღირსების მქონე ქართველობა თავის დ ე ვ კაციდან -
მ ი ნ ი მ უ მ 3 ოლიმპიურ ოქროს ითხოვს!

და კიდევ ახლაგაზრდები უნდა ა ი ყ ო ლ ი ო შენებური შ ე მ ა რ თ ე ბ ი თ და შრომისმოყვარეობით და ისინიც ოლიმპიური ჩემლიონები უნდა გ ა ხ ა დ ო თ (!)
glaxuna
25 აგვისტო 2016 10:36
0
ლაშა გაიხარე დიდი მადლობა ასანიზეს ასე პროფესიონალურად რომ უდგება ამ საქმეს
შოთა გუგეშაშვილი
25 აგვისტო 2016 07:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული