გაზეთი "ლელო" იუბილარია

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" იუბილარია. ზუსტად 77 წლის წინ, 13 აპრილს პოპულარული სპორტული გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა.

გაზეთის მთავარი რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, სპორტული გაზეთი 1934 წელს "საქართველოს ფიზკულტურელის" სახელწოდებით გამოვიდა. "საქართველოს ფიზკულტურელი" მეორე მსოფლიო ომის დროს დაიხურა, თუმცა შემდეგ გაზეთის აღდგენის იდეა გაჩნდა და 1949 წლიდან სპორტული გაზეთი შეცვლილი სახელით - "ლელო", გამოდის.

გაზეთი თავიდან კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 1960 წლიდან ყოველდღიურად გამოიცემა.

სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: მიხეილ კაკაბაძე, დედაქალაქის მერის გიგი უგულავას ბაბუა ირაკლი უგულავა, არჩილ გოგელია, ანზორ ბასილაია და
სხვები.

1985 წლიდან სპორტული გაზეთის რედაქტორია თენგიზ გაჩეჩილაძე. "გაზეთი "ლელო" ქართული სპორტის მემატიანედ იქცა და მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

2008 წლიდან გაზეთი "ლელო" "მედიაპალიტრის" ჰოლდინგში გაერთიანდა.


"ინტერპრესნიუსი"






.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გულითადად გილოცავთ იუბილეს!წინსვლას გისურვებთ!საინტერესო დამთხვევა, 13 აპრილს პირველად გადის საზღვარგარეთ "საქართველოს ქალთა ავტოფედერაცია" შეჯიბრზე!
WAF-საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია!
11 აპრილი 2014 04:20
0
გულითადად გილოცავთ იუბილეს!წინსვლას გისურვებთ!საინტერესო დამთხვევა, 13 აპრილს პირველად გადის საზღვარგარეთ "საქართველოს ქალთა ავტოფედერაცია" შეჯიბრზე!
WAF-საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია!
11 აპრილი 2014 04:20
0
ვულოცავ ჩვენი საყვარელი გაზეთის რედაქციას და პირადად მის მთავარ რედაქტორს, ჩემს ძმასა და კოლეგას იუბილეს. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ,,ლელო,, მთელს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი გაზეთია!
რამინ ჭელიძე
10 აპრილი 2014 22:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული