"ხვიჩას ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მაგრამ მაქვს სურვილი, რომ..." - რა განაცხადა ლაშა ტალახაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, "TST სპორტთან" ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ლაშამ კომენტარი "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

ხვიჩა კვარაცხელია, ბიჭი, რომელმაც მსოფლიოში შენ შემდეგ სპორტული კუთხით კიდევ უფრო მეტად გააცნო საქართველო?
- ძალიან სწორი კითხვაა. არ მქონია საშუალება, ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ჩემი შთაბეჭდილება ამ ადამიანის მიმართ დამიფიქსირებინა. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტსივრცეში, მისალოცი ეს-ემ-ესებით, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც გავიცნო. ბევრს არ ვიტყვი,
პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება, არა მარტო მე, ძალიან ბევრ ადამიანს. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავისი სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.

ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობით გამოვირჩეოდი, საქართველოში ყველა სპორტს და სპორტსმენს ვგულშემატკივრობ, მაგრამ მინდა ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და + დამატებითი დრო ნანახი. არასდროს არ მიგულშემატკივრია საქართველოს ნაკრების გარდა სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც "ნაპოლის" თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ.

მინდა წარმატებები ვუსურვო, ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან წარმატებულია და წინ უფრო მეტი წარმატება ელის. ის თავისი შრომით, თავმდაბლობით და კარგი ადამიანობით ძალიან ბევრს მიაღწევს. დარწმუნებული იყოს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებს.

ის მომენტი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, ძალიან კარგად მახსოვს. „ხვიჩამ, ნახე, რა მაგრად ითამაშა“ - უხარიათ ადამიანებს. უხარიათ ადამიანებს ჩვენი წარმატებები და სპორტი არის ის რაღაც, რაც ამ ჩვენს მოსახლეობას ახარებს და მინდა, რომ ხვიჩასაც და თითოეულ სპორტსმენს ბევრი წარმატება ვუსურვო. მჯერა, რომ საქართველოში ის მომენტი დგას, სადაც ძალიან ბევრი სპორტსმენი გაიზრდება და თავის სათქმელს იტყვის", - განაცხადა ტალახაძემ.

TST სპორტი

altლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

alt ტრიუმფი ერევანში - ლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 21 /
2024 წელს!!! ხვიჩას ვუსურვებ ევროპაზე სიმბოლურში მოხვდეს! ლაშას კი 3გზის ოლიმპიურ ჩემპიონობას! გაიხარეთ და გაახარეთ მთელი საქართველო!!!
alexandre
28 ნოემბერი 2023 15:36
0
რა თქმა უნდა ტალახაძე ერთერთი ყველაზე დიდი და ცნობილი სპორტსმენია არამარტო ქართულ არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში, უბრალოდ ჩემ თვალში ფასი დაკარგა მას შემდეგ რაც ქართველი ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების ამომგდებ და დამღუპველ სათამაშო ბიზნესს დაუდგა გვერდით და ლამის იტირა ეს რა შეზღუდვები დაუწესეთ ასე როგორ შეიძლებაო, იმავეს ვიტყვი საგინაშვილზეც, გასაგებია რეკლამა ფული იშოვეს იქ მაგრამ როგორ შეიძლება დაუდგე ორგანიზაციას გვერდით როცა თვითონაც კარგად ესმით რაზეა დაფუძნებული ეს ყველაფერი,რამდენ დაკარგულ სიცოცხლეზე და დანგრეულ ოჯახზე,ასე რო შტანგის აწევაა თუ ხელის გადაწევა ამაში დიდობა აპრიორი დიდ კაცობას და ადამიანობას არ ნიშნავს,ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ხალხთან რომლებსაც ამ სათამაშო ბიზნესმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა
ალიკა
28 ნოემბერი 2023 14:59
0
ალიკ, იქნებ ვექტორი მთავრობისკენ შეგებრუნებია
კოკო
29 ნოემბერი 2023 06:05
0
გაიხარეთ ბიჭებო, ქართველი სპორტსმენები საქართველოს სიამაყე და სიხარულია.
Achi
28 ნოემბერი 2023 14:11
0
ვინც არ იცის იმათთვის: ლაშა სენაკის საპატიო მოქალაქეა, გილოცავ.
ბმბ
28 ნოემბერი 2023 12:39
0
ქართველი პოლიტიკოსები რომ იყვნენ ასეთი პროფესიონალები თავის საქმეში და კეთილშობილი ხახლი რაღა გვიჭირდა.
las
28 ნოემბერი 2023 09:18
1
კარგი ქართველი ხარ ლაშა გული მითბება ამდენი გაუტანლობის გარემოში ასეთი კარგი ქართველები რომ არსებობთ უფალი გფარავდეთ შენ ხვიჩას და ყველა ქართველს ვისაც სამშობლოსათვის უცემს გული.
კახა
28 ნოემბერი 2023 00:24
3
ლაშა,უმძლავრესი სპორტსმენი და უმაგრესი ადამიანი ხარ.უფალმა უმრავლოს ჩვენ მამულს შენი და ხვიჩას დარი ახალგაზრდები!!!
დრანდელი
27 ნოემბერი 2023 21:56
4
ესეიგი ამ კაცმა მე როგორც გავიგე თქვა შემდეგი: ფეხბურთისთვის ცხოვრებაში არ მიყურებიაო (არც მესი არც მარადონასთვის) მაგრამ ეხლა მაგრად მომწონსო, და ხვიჩას არ ვიცნობ პირადად მაგრამ მაგარი თავმდაბალი ბიჭიაო.
დიდი ჩემპიონია მაგრამ მაინც ძალოსანია, მაგრად უჭირთ მაგათ თავში, თუმცა გენაცვალე ლაშა მაგ ჯიგარში, შენი ტვინი არც არავის არ უნდა, შენი საქმე აკეთე კარგად და მერე რაღაცა იქნება
მეგრელი
27 ნოემბერი 2023 21:09
66
შენი სახელით წერე, ნუ აგინებინებ სამეგრელოს!
Ზაზა
28 ნოემბერი 2023 12:15
1
აქ პოზიტიურ კომენტარებზე 2-3 დისლაიქიდან ერთი შენი მიცემულია უეჭველი...
ზოლა
28 ნოემბერი 2023 11:07
1
ყველა გამოხმაურება
მსოფლიოში ხვიჩა, რა თქმა უნდა, ლაშაზე ბევრად უფრო პოპულარულია. ეს იმიტომ, რომ ფეხბურთია უკონკურენტოდ პოპულარული. ვისურვებდი, რომ ხვიჩა გახდეს ფეხბურთში ისეთივე მეფე, როგორიც თავის სახეობაში ლაშაა!!!
ქომაგი
27 ნოემბერი 2023 21:02
6
ორივე ძალიან მიყვარს!რა თქმა უნდა,სპორტიდან და იქ მოპოვებული წარმატებებით მივაქციე ყურადღება,მაგრამ თავი,პირველ რიგში თავისი ადამიანური თვისებებით შემაყვარეს.სულ გამარჯვებებს და სიკეთეს ვუსურვებ,ორივეს.
სოსო
27 ნოემბერი 2023 21:02
4

სიახლეები პოპულარული