"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები.
ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.
"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე
# ხაბარელი ხაბაროვსკში !
მუდამ ვცდილობ,არავის ვაკადრო,უკადრებელი,მაგრამ არის კატეგორია,რომლებსაც სხვანაირად უბრალოდ ვერაფერს გააგებინებ.ამიტომ მოგმართავ,შენი ენით.ეცი სხვებს პატივი და შენც პატივისცემით მოგექცევიან.თუ მაინც გააგრძელეს უპატივცემულობა,ესე იგი,ისინი არიან უზრდელები და ასეთებთან ლაპარაკს,აზრი არა აქვს.უზრდელი,უზრდელია.
თორნიკე,შოთა ხაბარელი სრულ სიმართლეს ამბობს და ჩემი ავი სიტყვების შემდეგ,რაც გითხარი,ესეც სიმართლეა.თუ ამაზე დაფიქრდები და გაითვალისწინებ,შენთვისაც კარგი იქნებადა შენ გარშემო მყოფებისთვისაც.აგრესიას,აგრესია მოჰყვება საპასუხოდ,კეთილ სიტყვას კი,კეთილი სიტყვა.
ბატონო ჟორა არ მოგიწონეთ ორი მიზეზის გამო არც რომელიმე მხარის ხროვად მოხსენიება სძენს კარგ ელფერს აზრის გამომთქმელს და არც რომელიმე ეროვნების ცუდად შეხება.
ბატონო ლაშა
ოპოზიციას მაინც რომ უნდოდეს რეფერენდუმზე ამ საკითხის გატანა იურისტები ბევრი ყავთ და წარადგენდნენ წინადადებას სწორი ფორმით. სამწუხაროდ არ ვიცი მაგ წესები კარგად და ზუსტა პასუხს ვერ გაგცემთ. ვიცი რომ ხელმოწერების საჭირო რაოდენობის შემთხვევაში შესაძლებელია ხალხის მიერ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვანა. მაგაზე სჯობს იურისტებმა ილაპარაკონ.
რაც შეეხება თვითონ კანონს, ბევრისაგან განსხვავებით წაკითხული მაქვს და მხოლოდ ერთ რამეს დავწერ.
არც ისე იდეალურადაა იქ დაწერილი როგორც ერთი მხარე ყვება და არც ისე შავ ფერებშია ყველაფერი როგორც მეორე მხარე აჩვენებს. ჩვენს პოლიტიკოსებს უბრალოდ ერთად მუსაობა არაფერზე არ შეუძლიათ, თორემ კარგი გადაკეთების შემთხვევაში მივიღებდით ქვეყნისათვის მართლაც სასარგებლო კანონს. თუმცა ეს რომ შეეძლოთ ეს სიტუაციაც არ გვექნებოდა.
მე ვთვლი რომ უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პარტიის ხელმაძღვანელობის შემთხვევაში არ შეიძლება კარგად გააზრებული შესწორებების გარეშე მასეთი კანონის მიღება.
თუ მართლა მხოლოდ გამჭვირვალობაა მთავარი მიზანი, რატომაა აქვს ყველა მთავრობას ვინც არი, ვინც ყოფილა (სავარაუდოდ ვინც იქნება იმასაც) მიჩუმათებული ლუსტრაციის საკითხი??
ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ არჩევანი ფაქტიურად არა გვაქვს. ხომ არის გამონათქვამი ცუდსა და უარეს შორის უნდა ავირჩიოთო.
ჩვენ ყოველ ჯერზე ორ ერთმანეთზე უარესს შორის ვირჩევთ. მიუხედავად ცალკეული პატარა გამონათებებისა ყველა დანარჩენი პარტია ამინდის შემქმნელი, მაინ არ არის.
ეგებ პოლიტიკოსები ახლა მაინც დაჯდნენ ერთად და სცადონ ეგებ ერთმანეთის ლანძღვა გინების გარეშე მოახერხონ ერთმანეთთან მორიგება, სანამ ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ დაუყენებიათ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე. თუ ასე მალე დავივიწყეთ 90-ანებში როგორ ოსტატურად დაგვაპირისპირეს ერთმანეთს და ქვეყანა ათეული წლებით დავწიეთ უკან.
ბოდიში ყველასთან, რომ ჩემი აზრებით შეგაწუხეთ.
პოლიტიკაში - ხაბარელ(ებ)ის გაკეთებულ პოლიტიკას - "რუსული" !