"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
შვილო ბუდუ კალაძეს და მის ნაპირებს რა უნდა კითხო თავის კარში ორი გოლი გაიტანა,მილანში ფულის გულისთვის თავს იკლავდა დააგროვა სიმდიდრე და ახლა გამეფება მოუნდა ოღონდ რუსეთში,აბა თქვენ იცით თამაშზე იფიქრე ამ რუსეთუმეებს თავი დაანებე.
წინ ევროპისკენ თქვენ უნდა გაართიანოთ ჩვენი საქართველო.
იზაბელა თევდორაძე
08 ივნისი 2024 09:36
1
ხაბარელ, მოგიკითხათ შენ და ყაველაშვილი ბუდუმ, გოლით კიდევ ერთხელ. რა აქვს ყაველაშვილს ნათამაშები შვეიცარიის ჩემპიონატი და მერე ამით რა ? განათლება რა აქვს იცი ? კობიაშვილი პრეზიდენტია თუ პარლამენტარი ბოლო ბოლო შენ მაინც თუ იცი, რომელ საქმეს ემსახურება გულით ? დიმიტრი გელოვანია ორივეს რომ გაუძღვეს ? გაგვეცალეთ რა მართლა
lm
09 მაისი 2024 20:47
11
ზივზივაძეს აქვს ნათამაშები და ყაველაშვილს ,კობიაშვილს არა?
ბექა
06 ივნისი 2024 10:50
0
ჯობია ხალხი სიმართლეში გაერკვეს.ეხლა კანადაც იღებს იგივე კანონს რომელსაც თქვენ რუსულ კანონს ეძახიხით. ამერიკას ეგ კანონი 1938 წლიდან აქვს.თითქმის ყველა ქვეყანაში კონტროლდება უცხოური დაფინანსება.და ამ უაზრო აგორებულ ტალღებს თავი დაანებეთ.ყველამ თავის საქმე აკეთოს ეგ ჯობია.
ჯიჯი
11 მაისი 2024 13:54
1
ყველა გამოხმაურება
ჩვენო საამაყო სპორცმენებო ძმებო დაანებეთ პოლიტიკურ განცხადებებს თავი მოკლეთ და მკაფიოთ დააფიქსირეთ რომ ღირსეული მამულიშვილებიხართ და თქვენი ქვეყნისთვის გინდათ მხოლოდ კარგი რაც თქვენი შრომითა და საქმით ისედაც მყარად გაქვთ დამტკიცებული ! თორემ თვენს ალალმართალ გულისძახილს ისეთ ნეგატიურ ჭრილში დაგიტრიალებენ რომ ცუდათ წარმოგაჩენენ ქვეყნისა და საკუთარი ღირსების გამყიდველი და მოღალატე პოლიტიკოსები ! ძმებო ყოველთვის გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ უნიკალური ისტორიის ნაცნობი და უცნობი უსახელო გმირ წინაპართა სისხლითა და ოფლით გაჯერებული მიწის შვილები და მერწმუნეთ არც ერთ საღად მოაზროვნე ქართველს თქვენ პატრიოტულ სულისკვეთებაში ეჭვი არავის გვეპარება ! უბრალოდ მოერიდეთ პოლიტიკურ განცხადებებს, რომ თქვენი საქმის მშვიდათ კეთებაში ხელი არ შეგეშალოთ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებო უბრალო ხალხზე არ მაქვს საუბარი, ზუსტათ თქვენისთანა მოღალატეებს სვავდნენ ძელზე ჩვენი დიდი წინაპრები და მერწმუნეთ არც თქვენ აგცდებათ ! მაგიტომაც არის რომ გეწვით ერთი ადგილები. ჩვენი ხელისუფლების მეთაურობით ყველას გვინდა ჩვენი პატარა საქართველოს ღირსეული გამარჯვება რასაც მივაღწევთ აუცილებლად და თქვენ საკუთარ თავებს თავადვე გამოუტანეთ განაჩენი თქვენივე საქციელებითა და ქმედებებით...
ლევანი
05 მაისი 2024 14:41
6
Qocebo daanebet tavi cportcmenebs da saertod kvelas
3333
05 მაისი 2024 00:52
5
დარწმუნებული ვარ, კალაძემ იტალიასთან თამაშის დროს განზრახ გაიტანა ის ორი გოლი საკუთარ კარში.
მისი დღევანდელი ცხოვრება ამას ადასტურებს.
Status quo
04 მაისი 2024 11:17
15
სტატუსკვო,დაიფიცებ,რომ მართლა გჯერა? მე არ მჯერა,რომ მართლა გჯერა!
სოსო
04 მაისი 2024 12:19
2
ერის გათახსირება მაშინ იწყება,როცა საკუთარი ისტორიის დავიწყებას იწყებს!ისტორია კი რა არის?შენი ქვეყნის,მისი შვილების ღვაწლის,გმირობის,მარცხის,შეცდომის,გმირობის,დანაშაულის ხსოვნა.როაცა გმირობასა და ღალატს შორის სხვაობას აღარ ხედავს,მანდ მთავრდება ადამიანის ერის შვილობა.
სოსო
04 მაისი 2024 10:41
1
სოსო აი ბაჯაღლო მზე ხარ
სოსო-ს
04 მაისი 2024 22:44
2
ბატონო შოთა ბუდუ მედლის იმ მხარეს დგას სადაც სიმართლეა და სადაც ერის ნებაა და არა იმ მხარეს სადაც თქვენი კორუმპირებული და რუსეთუმე გუნდი დგას სამწუხაროდ. აქ მონობის პროპაგანდას ჯობია ერის და მომავალი თაობის ნება შეასრულოთ თორემ ვერც ჭიდაობა გიშველით და ვერც თქვენი მამა მარჩენალი მოსკოვი ვერ გაგვასწრებთ საქართველოდან !!!
გიო9
04 მაისი 2024 10:04
11
რა საჭიროა ამ კანონის მიღება თუ დეკლარაციები ღია და გამჭირვალეა? ესეგი ხელისუფლებას ზეწოლის მექანიზმი უნდა რომ თავისთვის კომფორტი შეიქმნას.დრონი მეფობენ არა მეფენი. შეუცვლელი ხელისუფლება არ არსებობს საზოგადოება თვითონ გადაწყვიტავს ვინ იქნება ხელისუფლებაში. მომავალი ქვეყანა ახალგაზრდების არის.
jorj
04 მაისი 2024 09:09
13
მიუხედავად ჩემი ანტიპათიისა ხაბარელის მიმართ და დადებითი განწყობისა ბუდუს მიმართ, შოთა 100% სიმართლეს ამბობს ამ შემთხვევაში, ერთია ემოცია, მეორე კი პრაგმატიზმი, მესამე წაკითხული ტექსტის შინაარსის სწორი აღქმა და მეოთხე კიდევ ის,რომ თუ დასამალად არ გაქვს საქმე დაადეკლარირე ეგ დედა ნატირები შემოსავალი და მორჩება მაგით ყველაფერი,უმარტივეს თემას მთავრობაც და ოპოზიციაც აპოკალიფსად ხატავს
მიუხედავად
04 მაისი 2024 03:31
31
იმერელს : არაა საჭირო პოზიციის დასაცავად ტყუილის თქმა ან იმის რაც არ იცი!!! გამჭირვსლობის დეკლარაცია არ ეხება ფიზიკურ პირებს! ასევე საგადასახადო დეკლარაცია საერთოდ სხვა რამეა. რომ გვქონდეს დღეს გამჭირვალობის კანონი - საზოგადოებას ეცოდინებოდა თუ ვისი დაფინანსებით უცხოეთიდან და ვისი მხარდაჭერით შიგნით საქართველოდან დაორგანიზდა ეს არეულობა!!!
ალექსი
04 მაისი 2024 11:47
5
ბოდიში სენტან მარა ბუდუ ტუ ვერ გებულობს წანსკიტხს ვერ შე გაგიგია. დეკლარაციის სევსება სავალდებუკოა და ყვრლა ავსებს. ამისტვის გვაქვს უკვე კანონი მაგატო გასაჯაროება მარტო ქოც დეპუტატებს და მოსამართლეებს არ უნდათ.
იმერელი
04 მაისი 2024 07:04
8
რას აკეთებთ,უტვინოებო! მთავრობაში თავამოყოფილნო!მამა-პაპათა საუკუნეების ოცნებას ,ლაჩრულად უსპობთ, თქვენივე ხალხს,სპობთ სწრაფვას თავისუფლებისკენ, დღეს ევროპარლამენტმა,უმრავლესობით შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე,სანამ ამ რუსული კანონის ასლს არ გავაუქმებთ,პირველი ექვსი თავი ამ დიქტატორული კანონისა,სიტყვა სიტყვით გამეორება,რომ არის აგრესორის "ნაჯღაბნისა"ვითომ ფინანსური გამჭვირვალების თაობაზე.დღესვე,ამერიკის მთავრობამ უარი განაცხადა,საქართველოს დღევანდელი ვითომ "პრემიერმინისტრის"ოფიციალურ მიღებაზე,მისი უახლოესი ვიზიტის გაუქმებით,შეერთებულ შტატებში.ვერანებო,რას აკეთებთ.....
მ.ზ.
04 მაისი 2024 01:27
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული