უკვე გაუწყეთ, რომ ჭადრაკში ვაჟთა შორის "მედია პალიტრის" გუნდის წევრმა რამაზ გურგენიძემ შვიდიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მაკო ლომაია მესამე იყო.
ქალებში პირველობა სოფო ჩიხლაძეს ("24 საათი") ხვდა. ქუჩის კალათბურთში საპრიზო ადგილებზე გავიდნენ 1. "რუსთავი 2", 2. ტელეკომპანია "იმედი", 3. ქომაგთა ლიგა.
ბილიარდში მიხეილ გურაბანიძემ ("24 საათი") გაიმარჯვა, მეორე-მესამე
გუშინ დიღმის "ასტრა პარკში" (გენერალური დირექტორი გაბრიელ წულაია) დასკვნითი პაექრობები გაიმართა. კარტინგებში პირველობა არავის დაუთმო ტელეკომპარია "იმედის" წარმომადგენელმა გიორგი ივანეიშვილმა. ყველაზე მეტი მონაწილე ნარდში შეიკრიბა - ოცდათორმეტამდე ქალ-ვაჟი. მანდილოსნებში ყველას ლალი ხოჯავამ (რადიო "ფორტუნა") აჯობა, კაცებში მთავარი პრიზი დათო ბაკურაძემ ("მსოფლიო სპორტი") დაიმსახურა. მესამე ადგილი რამაზ გურგენიძეს ერგო.
საბოლოოდ, გუნდური საპრიზო ადგილები ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა: "24 საათი", ტელეკომპანია "იმედი", "მსოფლიო სპორტი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"