წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარეს ბიატლონში მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი მაგდალენა ნოიერი. თავის ნომინაციაში მან უკან ჩამოიტოვა ჩოგბურთელი ანდრეა პეტკოვიჩი და მსოფლიოს თასის მფლობელი, სამთომოთხილამურე მარია რიში.
მამაკაცებს შორის საუკეთესო გახდა “დალას მავერიქსის” კალათბურთელი დირკ ნოვიცკი, რომელმაც წელს NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და “მაიამისთან” ფინალური სერიის MVP გახდა. ნოვიცკის კონკურენტები იყვნენ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი და მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშე ტიმო ბოლი.
* * *
საუკეთესოები დაასახელეს ბელგიაშიც.
კაცებს შორის გამარჯვებული გახდა ველომბროლი ფილიპ ჟილბერი, რომელმაც მთელი ველოსეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სათავეში ჩაუდგა UCI-ის (ველომბროლთა საერთაშორისო კავშირი) რეიტინგს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"