აწ უკვე სკოლის ყოფილმა დირექტორმა იაგო ჯალაბაძემ სამუშაობის დასაწყისში (ივნისში) გვითხრა, რომ სასპორტო სკოლის რეაბილიტირებული შენობა ოქტომბერში გაიხსნებოდა. მაგრამ დღეისათვის შენობის მხოლოდ ნაწილია გარემონტებული. ეს კი, ბუნებრივია, აფერხებს სპორტსმენთა დაოსტატების პროცესს.
არადა, სკოლის აღზრდილებს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების იმდენი მედალი აქვთ მოპოვებული, ბევრ ქვეყანასაც რომ შეშურდება. რემონტი, გორის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, გამიზნულად დაემთხვა ზაფხულის არდადეგებს, რათა სპორტული ჯგუფებს მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ.
ყველაზე საშური ღია ცის
სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კი ნუგზარ სხირელის ფალავნები უკვე მესამე საჯარო სკოლისთვისაც ზედმეტნი(!) აღმოჩნდნენ და ერთი თვის წინათ სასპორტსკოლის მარჯვენა ფლიგელის რემონტის დასრულებისთანავე სასწრაფოდ ძველ ადგილზე დააბრუნეს. მალე სამუშაოები სულაც შეჩერდა.
დღესდღეობით კი, როგორც აღვნიშნეთ, ნახევარი შენობაა გარემონტებული. ცოტა ხნის წინათ მოჭიდავეთა დარად სხვა სახეობების სპორტული ჯგუფებიც დაბრუნდნენ გარემონტებულ ფართებში, თუმცა ძიუდოს, ჭადრაკის, ტანვარჯიშის სექციებს ჯერაც ვერ მიეცათ მეცადინეობის დაწყების საშუალება. ისინი ხიზნებად რჩებიან ქალაქის სხვა დარბაზებში. როგორც სასპორტო სკოლის ახალდანიშნულმა დირექტორმა გიორგი ნასყიდაშვილმა გვითხრა, სპორტსკოლის შენობის დარჩენილი ნაწილის გასარემონტებლად ხელახლაა გამოცხადებულა ტენდერი და გამარჯვებული ფირმა მომავალი წლიდან შეუდგება მუშაობას.
აღმოჩნდა, რომ თავიდან შენობა სარემონტოდ ტენდერში გამარჯვებულ ორი სხვადასხვა ფირმას ჰქონდა შუაზე გაყოფილი. ერთმა საქმე შეასრულა, მეორეს კი... არც დაუწყია.
ჯერჯერობით, გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის შენობა ერთი მხრიდან (გარემონტებული) მტერს უხეთქავს გულს, მეორე მხრიდან (გაურემონტებელი) კი მოყვარეს...
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"