გორში სპორტის სასახლის საჭიროებაზე "ლელო" ადრეც წერდა. შიდა ქართლის მთავარ ქალაქში დიდი ხანია საშეჯიბრო სარბიელი აღარ არის.
ამ ფუნქციას წლების განმავლობაში მტკვრისა და ლიახვის შესართავთან მდებარე ყოფილი ცირკის შენობა ითავსებდა. 60-იან წლებში აშენებული ეს ნაგებობა დაახლოებით 30 წლის შემდეგ ხანძარმა გაანადგურა. ამ ხნის განმავლობაში არენამ უამრავ პირველობას უმასპინძლა.
ძიუდოში
ახლა ასპარეზობები აქ ძირითადად გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში ტარდება. არადა იგი ფაქტობრივად სავარჯიშო დანიშნულებისაა.
სხვათა შორის, მიმდინარე წელსაა დაგეგმილი გორში, ნუგზარ სხირელის დარბაზის აგებაც. თუმცა იმ შენობასაც, რასაკვირველია, მხოლოდ სავარჯიშო დატვირთვა ექნება. მით უფრო სასიხარულოა სპორტის სასახლის აგება, რომელიც, საერთოდ, დიდად წაადგება სპორტის განვითარებას შიდა ქართლში.
ფოტოზე: ყოფილი ცირკის შენობა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში გორში სპორტის სასახლის ფუნქციას ასრულებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"