საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და იტალიური "ჯენოას" ფეხბურთელ კახი კალაძეს მეორე შვილი შეეძინა. ამის შესახებ კალაძემ ინფორმაცია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განათავსა.
"დღეს, დილით, 08.49 წუთზე პატარა კახაბერ კალაძე დაიბადა", - წერს კალაძე "ფეისბუქზე".
კახი კალაძისა და მისი მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძის პირველი ვაჟი ლევანი 3 წლის არის. ambebi.ge
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.