ახლა აქ ზონალური და ქვეყნის პირველობების ჩატარებაც აღარაა უცხო. ვესაუბრებით ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს გია ბერუაშვილს.
- ქარელის რაიონში სპორტის საყრდენი კერა ბავშვთა სასპორტო სკოლაა. თუმცა უყურადღებოდ არც უფროსი ასაკის მოჭიდავეები გვრჩება. ვინც სკოლის დამთავრების შემდეგ გორსა და თბილისში განაგრძო დაოსტატება, საქართველოს პირველობებზე ჩვენ ვაფინანსებთ და ჩვენი რაიონის ღირსებას იცავენ.
წარმატების შემთხვევაში მათ წახალისებაც არ აკლიათ. მაგალითად,
გვეზრდება შესანიშნავი მომავალი თაობა. ქართულ ჭიდოაბაში 2000 - 2001 წწ დაბადებულთა შორის ზონალურ პირველობაზე, სადაც შვიდი რაიონი მონაწილეობდა, 24 საპრიზო ადგილიდან 12 ქარელელ მოზარდებს ხვდათ წილად.
- თქვენ წლების მანძილზე ამ მხარეში ქართულ ჭიდაობაში გამართული შეჯიბრებების უმთავრესი ორგანიზატორი იყავით და რაიონში სპორტის ხელმძღვანელად თქვენი დანიშვნა დიდწილად ალბათ, სწორედ ამ სახეობას წაადგა.
- ცხადია, არა მხოლოდ ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვა მევალება, მაგრამ რაშიც ეს მხარე ძლიერია, ლოგიკურია მეტი ყურადღება დაეთმოს. ამასთან, მოგეხსენებათ, საქართველოში მხოლოდ ბერუაშვილების და დავითაშვილების გვარიაშია ერთზე მეტი საქართველოს ფალავანი. შესაბამისად ჭიდაობის სიყვარული მეც გენში მაქვს.
ძიუდოსა და ქართული ჭიდაობის მწვრთნელად 1988 წელს აგარაში დავიწყე მუშაობა. ქართულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ეროვნული კატეგორიის არბიტრი ვარ.
მიმაჩნია, რომ თუ ბავშვმა ჩვენი ეროვნული ჭიდაობა კარგად იცის, ძიუდოს ათვისებაც გაუადვილდება, სამბოსიც და თავისუფალი ჭიდაობისაც. ამჟამად ქართულ ჭიდაობას ყველაგან ვასწავლით, სადაც ძიუდოსა და სამბოს ჯგუფები გვაქვს. ქართულის სპეციალიზებული სექცია გგვაქვს სოფელ ხვედურეთში.
სპორტის სამინისტროს ინიციატივით მალე დვანშიც ავამოქმედებთ ასეთ სექციას. პარალელურად სხვა ჩოხიან სახეობებს იქაც შევასწავლით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ჯგუფები ძირითადად ქართულზე იქნება ორიენტირებული.
- ალბათ, სოფლად ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებიც გახშირდება...
- აუცილებლად. ამ შაბათს ბებნისში ვიწვევთ მეზობელი რაიონების ფალავნებს. სოფლებში მაყურებელი არენასთან პირდაპირი მნიშვნელობითაც ძალიან ახლოსაა და ხალხში ქართული ჭიდაობის დიდი სიყვარული ამითაცაა განპირობებული. 1996 წლიდან, ყოველ ზაფხულს ჩემს მშობლიურ სოფელ ფცაში ვატარებშეჯიბრებას და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობას, ვისაც საქართველო საზღვარგარეთ უსახელებია, ფცის ნახერხზე უჭიდავია. მათ შორის არიან, ზურაბ და ჯარჯი ზვიადაურები.
- ქარელში ჩოხიანი ჭიდაობის სამივე სახეობაც (ქართული, ძიუდო, სამბო) კარგადაა განვითარებული და თავისუფალი ჭიდაობაც, მაგრამ ბერძნულ-რომაულმა ვერაფრით მოიკიდა ფეხი.
- ტრადიცია არ არსებობს და ადგილობრივი მწვრთნელიც არა გვყავს. მოწვეულ სპეციალისტს კი განსხვავებული პირობების შექმნა სჭირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"