მიხეილ სააკაშვილი: ლაშა შავდათუაშვილი გოლიათი მეგონა [+VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ოლიმპიელებით ამაყობს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში განაცხადა, რომელსაც ოლიმპიელებთან ერთად დღეს საღამოს სტუმრობდა.

პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთმა შესაძლოა თქვას, რომ მეტი შეიძლებოდა, თუმცა მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე იმდენივე ოქროს მედალი მოდის, რამდენიც საქართველოში.

"მოსახლეობისა და მედლების რაოდენობის შედარების გათვალისწინებით, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ადგილზე ვართ და ამით ძალიან ვამაყობ.

ძალიან ამაყი ვარ იმითაც, რომ აბსოლუტური ჩემპიონი თუ არა, მსოფლიოს ქალაქების პირველ სამეულში, ოლიმპიური მედლების კუთხით, არის ქალაქი გორი.

ხინჩეგაშვილი,
გოგშელიძე, შავდათუაშვილი გორიდან არიან",
- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ შავდათუაშვილი გოლიათი ეგონა და ახლა მის გვერდით თავს ცოტა უხერხულად გრძნობს (იხილეთ ვიდეო).

რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ბლეყეია რაც მეტს ლაპარაკობს, მით უფრო წარმოაჩენს თავის ერთუჯრედიანობას! 65 კილოგრამიანი კაცი გოლიათი ეგონა!
აი, ფანტაზია მაქვსო მიშაია ბლეყემ უნდა დაიკვეხნოს!
Shoda
11:55 16-08-2012
0
სასტუმროდან გადმოხტომაზე რომ საუბრობდა, ვისაც ეგ სასაცილოდ მოეჩვენა და ვინც ახარხარდა ის არის ნაძირალა...
ზოგიერთმა სპორტსმენმა თავი ჩაღუნა მაგ დროს ან მეორე მხარეს გაიხედა და ვაზელინები ხარხარებდნენ...
Walkabout
02:09 16-08-2012
0

სიახლეები პოპულარული