დე-ფაქტო ყარაბაღისა და აფხაზეთის ნაკრებებმა მატჩი გამართეს [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
Armsport.am-ის ცნობით, ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დედაქალაქ სტეფანაკერტში აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 3-0 დაამარცხა.

სტეფანაკერტის სტადიონზე მატჩს, მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად, ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანიც დაესწრო.

ორ გუნდს შორის მსგავსი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც გასულ თვეში აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში გაიმართა, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

ყარაბაღისა და აფხაზეთის ნაკრებები არ არიან ასოცირებულნი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIFA-სთან.

FIFA-ს დადგენილებების თანახმად, ასოციაციის წევრი მხოლოდ "საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო" შეიძლება გახდეს.

ყარაბაღის დამოუკიდებელი სტატუსი მსოფლიოს არც ერთი მთავრობის
მიერ არაა აღიარებული, აფხაზეთის დამოუკიდებლობა კი მხოლოდ ხუთი სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთის მიერაა ცნობილი.

ასევე იხილეთ:
აფხაზეთისა და მთიანი ყარაბახის საფეხბურთო ნაკრებებმა სოხუმში მატჩი გამართეს
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბილეთებზე წინასწარ არაფერი უთქვიათ?:)))
dato
11:54 27-10-2012
0
გახვრეტილი ბადეები მაინც ამოეკერათ ამ საცოდავებს)))))))))))))
zura
18:06 26-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული