ქართველი ალპინისტები შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩნენ

AutoSharing Option
პაკისტანში შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ალპინისტები, აფი გიგანი და ბიძინა გუჯაბიძე გადაურჩნენ.

როგორც ბიძინა გუჯაბიძის მეუღლემ, მარინა ბერიძემ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ჯერჯერობით მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება, თუმცა ოჯახის წევრებისთვის ცნობილია, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. მარინა ბერიძემ აღნიშნა, რომ პაკისტანში ყველა ექსპედიცია შეწყვეტილია.

პაკისტანში შეიარაღებულმა ბოევიკებმა ალპინისტები ჩაცხრილეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული ბოროტმოქმედები პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბალტისტანში, ალპინისტების ბანაკს დაესხნენ თავს.

მოკლულია 9 ალპინისტი და ერთი გიდი. დაღუპულთა შორის 5 უკრაინის მოქალაქეა, 3 - ჩინეთის, ერთი ლიტველია, ხოლო რომელი ქვეყნის
წარმომადგენელი იყო გიდი, ჯერ უცნობია.

ქართველი ალპინისტები იმავე რეგიონში, თუმცა სხვა ბანაკში იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ალპინისტები პაკისტანში ერთ-ერთი ურთულესი მწვერვალის, ნანგა-პარბატის დასალაშქრავად იყვნენ ჩასულები.

როგორც "პაკისტანის მოძრაობა თალიბანის" წევრებმა განაცხადეს, თავდასხმის უკან თალიბები დგანან. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ასევე აიღო სუნიტურმა დაჯგუფებამ "ჯუნდულახმა".

ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ჯონდოლაჰი" უფრო სეპარატისტული დაჯგუფებაა და საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს ალპინისტებზე თავდასხმა.
soso
11:52 24-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული