ხორვატიაში საფეხბურთო გუნდს მწვრთნელად 24 წლის ტოპ-მოდელი ჰყავს [PHOTO]

AutoSharing Option
ხორვატიის საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე დივიზიონში არის ასეთი გუნდი - "ვიქტორია ვოაკოვიჩი", რომელსაც 24 წლის ტოპ-მოდელი, ტიანა ნემჩიჩი წვრთნის.

ქერა ლამაზმანის სამწვრთნელო შესაძლებლობებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ბურთი და მოედანი მისთვის უცხო ნამდვილად არაა. ტიანა ყოფილი ფეხბურთელია - 10 წლის განმავლობაში ზაგრების "დინამოს" ქალთა გუნდშიც თამაშობდა და ხორვატიის ქალთა ნაკრებშიც. გარდა ამისა, ნემჩიჩს ხორვატიის "მის სპორტის" ტიტულიც აქვს მოგებული.

ტიანა "ვიქტორიას" თითქმის ერთი წელია წვრთნის და ამბობს, რომ სულაც არ უჭირს გუნდის ვაჟ ფეხბურთელთა თავის ჭკუაზე ტარება.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული