ჩვენს ვებ-გვერდზე გამოკითხვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მომხმარებელს 12 "სუპერგოგონას" შორის საუკეთესო უნდა აერჩია.
"წლის სუპერგოგონას" გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 127-მა ადამიანმა მიიღო. აქედან 31-მა ადამიანმა ხმა ინგლისურ კლუბ "საუთჰემპტონის" ყველაზე "დიდ" და სექსუალურ გულშემატკივარ ლუსი პინდერს მისცა, რაც საკმარისი გახდა, რომ ლუსი ჩვენი რუბრიკის "წლის სუპერგოგონა 2013" გამხდარიყო.
მეორე ადგილი "რომას" სექსუალურ გულშემატკივარს, ელენა სანტარელის ერგო, ხოლო მესამე პოზიციაზე 26 წლის არგენტინელი მოდელი და მოცეკვავე ვანდა ნარა გავიდა.