დღის სუპერგოგონა [+18]: "რომას" ყველაზე სექსუალური გულშემატკივარი [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
დასაწყისშივე შინაურულად უნდა გითხრათ, უმალ ნუ დაკავდებით ფოტოსურათების თვალიერებით ან ტექსტის კითხვით. მოდით, ჯერ ტექტის ძირში ბონუსად დადებულ ვიდეორგოლს უყურეთ...

იმედია, ჩვენი რჩევა გაითვალისწინეთ და ნანახით ჯერაც თავბრუდახვეული ხართ. რაც მთავარია, დარწმუნებული ვართ, რომ იტალიური საფეხბურთო კლუბ "რომას" ყველაზე სექსუალური გულშემატკივრის შესახებ ამბავს ასე უფრო ინტერესით გაეცნობით.

მოკლედ, თქვენს წინაშეა ელენა სანტარელი. იტალიელი მოდელი, ტელეწამყვანი და უბრალოდ სუპერქალი პოპულარული არა მხოლოდ თავის სამშობლოშია, არამედ მის საზღვრებს მიღმაც.

მომაჯადოვებელი მშვენერიების მქონე ასულს მსოფლიოში უამრავი მამაკაცი შენატრის, თუმცა მისი კავალერები მხოლოდ ძალიან
მდიდრები და პოპულარული ადამიანები ხდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ბოლო დრომდე...

თავის დროზე კი ელენას, რომელიც საერთოდაც სპორტის დიდი გულშემატკივარია, იტალიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ კრისტიან ვიერისთან ჰქონდა რომანი. ერთი ხანობა ფორმულა 1-ის გუნდ "რენოს" მფლობელ მილიონერ ფლავიო ბრიატორესაც უხარებდა გულს.

თუმცა, თავად მოდელი მუდმივად აცხადებდა, რომ უფრო ტყავის ბურთის დიდოსტატები იზიდავდნენ და ოჯახის შექმნა რომელიმე ფეხბურთელთან სურდა. ვიერისთან ეს არ გამოუვიდა...

სანტარელის პირად ცხოვრებაში კარგა ხანს იქამდე არ უმართლებდა, სანამ ერთი ახალი წლის ღამეს ნამდვილი სიყვარულის პოვნა არ ინატრა. და ნატვრა 2008 წელს აუხდა - ელენას მორიგი და ჯერჯერობით უკანასკნელი კავალერი იმ დროისთვის "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ბერნარდო კორადი გახდა.

წყვილი აქამდე თავს ბედნიერად გრძნობს და დაქორწინებასაც აპირებს, რაზეც ცხელი იტალიელი ასული უწინ ვერცკი ოცნებობდა...

რაც შეეხება ელენა სანტარელის საყვარელ კლუბს, როგორც თავში მოგახსენეთ, ის დედაქალაქური "რომაა". მოდელი არამხოლოდ ქომაგობით კმაყოფილდება. მაგალითად, 2006 წელს დამდეგი სეზონისთვის "რომას" ახალი ფორმის პრეზენტაცია სწორედ ელენამ გამართა...

VideoSportall.Ge
რომას ყველაზე სექსუალური გულშემატკივარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული