ტელეკომპანია ESPN-ის ვებგვერდმა Golf Digest-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტი ტაიგერ ვუდსი კვლავ გახდა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი. 2013 წელს, მისმა შემოსავალმა 83 მილიონ დოლარს მიაღწია, ამასთან, გოლფის მოედნებზე მოპოვებული თანხა "მხოლოდ" 12 მილიონს შეადგენს. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, 38 წლის გოლფისტის ჯამური შემოსავალი კარიერაში 1.3 მილიარდ დოლარს დაუტოლდა.
გამოცემის შეფასებით, საერთო თანხის 88 პროცენტი (1.11 მილიარდი) ვუდსმა სარეკლამო კონტრაქტებიდან მიიღო. ტაიგერის კარიერა 1996 წლიდან იღებს სათავეს.
Golf Digest ასევე აღნიშნავს, რომ 84 წლის (!) ამერიკელმა გოლფისტმა არნოლდ პალმერმა, რომელმაც
ბოლოს, PGA-ის ტურში 40 წლის წინ გაიმარჯვა, 2013 წელს 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და წლის შედეგების მიხედვით, ხუთ ყველაზე მაღალანაზღაურებად გოლფისტს შორის მოხვდა.
ამ ხუთეულში ვუდსისა და არნოლდის გარდა შევიდნენ: ამერიკელები ფილ მიკელსონი (52 მილიონი), ჯეკ ნიკლაუსი (26 მილიონი) და შვედი ჰენრიკ სტენსონი (19 მილიონი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"