პოლიციის თანამშრომლებმა ვუდსი ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე დააკავეს და მხოლოდ მეორე დილას, 11 საათზე გაანთავისუფლეს. ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, რა სასჯელი ელოდება ვუდსს.
ვუდსი - "მეიჯორის" სერიის ტურნირების 14-გზის ჩემპიონია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჯეკ ნიკლაუსს (18 ტიტული) ჩამორჩება.
2015 წლის თებერვალში მან კარიერის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ვუდსმა აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა თავისი სპორტული ფორმით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გოლფისტმა სამი ოპერაცია გადაიტანა ხერხემალზე. ბოლოჯერ 41 წლის
2009 წელს, ვუდსი გახდა პირველი სპორტსმენი ისტორიაში, ვინც მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.