არსებობს ეჭვი, რომ ფორმულა 1-ის პილოტ
ფერნანდო ალონსოს ავარიაში მისი შეყვარებულის, ზესექსუალური
ლარა ალვარესის "ხელი" ურევია.
მოგეხსენებათ, "მაკლარენის" ესპანელ პილოტს ახლახან ბარსელონაში გამართულ ტესტებზე ავარია შეემთხვა, რის გამოც ოთხი დღე საავადმყოფოში გაატარა.
![ზესექსუალური ლარა - აი, თურმე ვინ "დათარსა" ფერნანდო ალონსო ავარიის წინ [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image16/6564903f7ff8a32df34a0cd218daa93f.jpg)
რაც შეეხება ამ შემთხვევაში მისი მეგობარი ქალის მონაწილეობას, ამბავი მოდელისა და სპორტული ჟურნალისტის მიერ ავარიის წინა დღეს "ინსტაგრამში" გამოქვეყნებულ, ერთი შეხედვით, უწყინარ სურათს ეხება - ერთი კექსი მეორეს ყავიან თუ რძიან ჭიქაში აგდებს.
ზედ გაკეთებული წარწერა კი მოგვიწოდებს: "იმოქმედე! ნუ გეშინია დარტყმის განხორციელების!"
და აი, მეორე დღეს ალონსო
ავარიაში მოყვა, ესპანური გამოცემები კი აქამდე ბჭობენ, შეიძლება თუ არა "ინსტაგრამში" ლარას გაკეთებული პოსტი წინასწარმეტყველურად მივიჩნიოთ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობაა, მაგრამ სახუმაროს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ იმ ფოტოგალერეას, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ - ლარა ალვარესი ისეთი ქალია, მისი გულისთვის პატარა ავარიაში მიღებულ მცირე დაჟეჟილობაზე ბევრი მამაკაცი რომ არ იტყოდა უარს.
იხილეთ ფოტოგალერეა
![ზესექსუალური ლარა - აი, თურმე ვინ "დათარსა" ფერნანდო ალონსო ავარიის წინ [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image16/c0e4fcda8b2ce34672575401d843adac.jpg)