Land Rover-ის ახალი ავტომობილი Discovery Sport უკვე გაყიდვაშია

AutoSharing Option
Land Rover-ის ახალი ავტომობილი Discovery Sport უკვე გაყიდვაშია. ავტომოყვარულებს მისი შეძენა 25 აპრილიდან შეუძლიათ.

პოპულარული ბრიტანული საავტომობილო ბრენდის ახალი პროდუქტიც საქართველოში "ჯი-თი მოტორსმა" შემოიყვანა, რომელიც 2008 წლიდან ჩვენს ქვეყანაში Land Rover-ის ექსკლუზიური დილერია.

Land Rover-ის ნებისმიერ მოდელზე ვრცელდება 3-წლიანი ან 100 ათას კმ-იანი "ოფ-როუდ" გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად გზის საფარისა და მძიმე პირობებისა, რა გარემოშიც არ უნდა მოხდეს ავტომობილის მოხმარება, გარანტია ვრცელდება მყიდველის მიერ შეძენილი Land Rover-ის ნებისმიერ საკვანძო დეტალზე. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს თავის მუდმივ კლიენტებს
და მათ მაღალი ხარისხის სათადარიგო დეტალებსა და სერვისსაც სთავაზობს", - აცხადებენ "ჯი-თი მოტორსში".

Sportall.Ge

Discovery Sport უნივერსალური და პრემიუმ-კლასის ავტომობილია, რომელსაც გავლილი აქვს ტესტირება ექსტრემალურ პირობებში - 18 თვის განმავლობაში, 20-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე, გზებისა და უგზოობის ყველაზე მკაცრ პირობებში.

ამასთან, ის თავის კლასში საუკეთესო უნივერსალურობითა და დამატებითი 5+2 დასაჯდომი ადგილებით, ხარისხის განსაკუთრებული დონით, დამუშავებული და სრულყოფილი მასალით გამოირჩევა.

Discovery Sport-ში დაინერგა ინტუიციური ურთიერთქმედების უახლესი ტექნოლოგიები: 8-დიუმიანი სენსორული ეკრანი და საპროექციო დისპლეი საქარე მინაზე. რაც შეეხება მის უნივერსალობას, 829 ლიტრამდე მოცულობის საბარგულის განყოფილებას აქვს ჩაშენებული ოპციონალური სავარძლები.

ამის გამო ადვილად არის შესაძლებელი როგორც მგზავრების გადაყვანა, ისე ნებისმიერი აღჭურვილობის გადაზიდვაც. გარდა ამისა, ახალი Discovery Sport აღჭურვილია ექსტრემალური დამუხრუჭების ინოვაციური სისტემით, რომელიც 50 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე მძღოლს შეჯახების თავიდან აცილებაში, ხოლო 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე ზიანის შემცირებაში ეხმარება. არის ეკონომიური და აქვს პარკირების განსხვავებული სისტემა, რომელიც აღნიშნულს უფრო ამარტივებს.

Discovery Sport-ის მარკის ავტომობილებს 2.0 ლ მოცულობის ბენზინის და 2.2 ლ მოცულობის ტურბო დიზელის ძრავი აქვთ. ის ბენზინის ძრავის შემთხვევაში ქალაქში 10,6 ლ-დან 10,9 ლ-მდე, ქალაქგარეთ კი 6,5 ლ-დან 6,8 ლ-მდე საწვავს მოიხმარს. რაც შეეხება დიზელის ძრავს, ამ შემთხვევაში საწვავის მოხმარება ქალაქში 7,2 ლ-დან - 7,5 ლ-მდე და ქალაქგარეთ - 5,3 ლ-დან - 5,5 ლიტრამდე შეადგენს.

®
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული