რა ქონებით დატოვა თანამდებობა ლევან ყიფიანმა

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი უძრავ ქონებას არ ფლობს. როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ყოფილი მინისტრის საკუთრებაში მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანა, ford focus-ია (2001 წლის გამოშვება), რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდეც ჰყავდა.

დეკლარაციის შევსების მომენტში, 2014 წლის 25 დეკემბერს, მის საბანკო ანგარიშზე "ვი თი ბი" ბანკში 2000 ლარი ირიცხებოდა.

რაც შეეხება ყიფიანების ოჯახის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, ლევან ყიფიანმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე 90 165 ლარის სარგო მიიღო, მისმა მეუღლემ, მარიამ ცქიტიშვილმა კი, რომელიც შპს "სილქნეტის" ადამიანური რესურსების
მართვის დეპარტამენტში, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია, 17 186 ლარი.

მარიამ ცქიტიშვილის სახელზეა 16 000-დოლარიანი სამომხმარებლო სესხი "ვი თი ბი" ბანკში (ხელშეკრულების ვადა 01/04/2011, 01/04/2011 - 01/04/2017). სესხის პროცენტის დასაფარად, ოჯახმა 2013 წელს 5040 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის მიხედვით, ყიფიანების ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და ძვირად ღირებულ ნივთებს.

წყარო: gurianews.com
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ქვეყანაში პატიოსანი კაცის დაფასებაა საკვირველი, თორემ გულღრძო ხალხისაგან ლანძღვა გინება, შური და სიბინძურე ეს ხომ ბოლო დროს გენში გაგვიჯდა:(((
murtalo
03:25 30-04-2015
0
ძალიან ვწუხვარ,რომ ასეთი წესიერი კაცი გადადგა მისნისტრობიდან...
Zaza
17:17 30-04-2015
0

სიახლეები პოპულარული