ასუჯრიანი ჭადრაკი, პრინცით და პრინცესათი

AutoSharing Option
ყაზახეთში ჭადრაკის ახალი ვერსია შეიმუშავეს. ვინმე ალექსანდრ კოჩერგინმა საჭადრაკო დაფის ზომები გაზარდა და გაართულა თამაში ახალი ფიგურების შემოტანით. ეს ფიგურებია - პრინცი და პრინცესა.

"ჩვეულებრივი 64-უჯრიანი ჭადრაკის ნაცვლად, ყაზახი მოთამაშეები ტვინს ავარჯიშებენ 100-უჯრიან დაფაზე. აქ ფიგურები უფრო მეტია - 40 32-ის ნაცვლად. ინოვაციური პატენტი მეკუთვნის მე - ალექსანდრ კოჩერგინს", - განაცხადა გამომგონებელმა.

მისი თქმით, ტრადიციული ჭადრაკი, პროფესიული თვალსაზრისით, ჩიხში შევიდა. "კომპიუტერი დიდი ხანია უფრო ძლიერად თამაშობს, ვიდრე მოჭადრაკეები, რომლებსაც ისღა დარჩენიათ, დაისწავლონ ბევრი ფორსირებული ვარიანტი", - განაცხადა კოჩერგინმა.

მან აღნიშნა,
რომ კომპიუტერული ასუჯრიანი ჭადრაკი ჯერ შექმნილი არ არის. "ასუჯრიანი ჭადრაკის კომპიუტერზე თამაში შეუძლებელია. ეს აბსოლუტურად ახალი თამაშია. არ არის არც ტაქტიკა, არც სტრატეგია", - ახსნა ყაზახმა.

თამაშის ახალი ვერსია არ მთავრდება მეფის ან ლაზიერის სიკვდილით - სამეფო ტახტი პრინცთან და პრინცესასთან გადადის. თამაშში ასევე დამატებულია ოთხი ჭადრაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა როგორ სვლებს აკეთებენ პრინცი და პრინცესა ან სად მოთავსდება საჭადრაკო დაფაზე? ამის შესახებ არ წერია სადმე რამე?
ირაკლი
17 იანვარი 2017 09:28
0
აი ჭადრაკის სახეობები. აქ კიდევ ბევრი არ წერია :) http://domowik.ru/vidy_shahmat ადმინს ვთხოვ, არ დაბლოკოს პოსტი, რადგან ეს სხვა საიტის რეკლამა კი არა, უბრალოდ თემის განვრცობაა
მერაბი
17 იანვარი 2017 02:42
0
სისულელეა, რაის პატენტი :). ასუჯრიანი ჭადრაკი, თან დამატებული ფიგურების სხვადასხვა ვარიანტით, კაი ხანია შექმნილია. ასევე შექმნილია ჭადრაკის სხვადასხვა სახეობა, მაგრამ გავრცელება ვერცერთმა ვერ მოიპოვა ბლიცის გარდა (ესეც დროში შეზღუდული კლასიკური ჭადრაკია), რადგან ჭადრაკისთვის ოპტიმალურია ის ფორმა, როგორც ახლა თამაშობენ
მერაბი
17 იანვარი 2017 02:36
0

სიახლეები პოპულარული