ჭადრაკი

ჭადრაკი

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ისვე მარცხი, ამჯერად ჩინეთთან

AutoSharing Option
ბოლო წლებში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების ასეთი უსუსური გამოსვლა არ მახსენდება. თავად განსაჯეთ - ხანტი-მანსიისკში, მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენებმა განვლილ ხუთ ტურში მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგეს აუტსაიდერ ეგვიპტესთან, ორი მატჩი ფრედ დაასრულეს და ამდენივეში დამარცხდნენ.

21 ივნისს საქართველოს ნაკრებს ჩინეთის გუნდმა მოუგო, თანაც დიდი ანგარიშით - 3.5:0.5 (ცზიუ ვენზიუნი-ნანა ძაგნიძე 1:0, თან ჟუნი-ლელა ჯავახიშვილი 1:0, თინჯი ლეი-ბელა ხოტენაშვილი 1:0, გო ცი-ნინო ბაციაშვილი 0,5:0.5).

თუ ასე გავაგრძელეთ, ჩემპიონატის ბოლოს, შესაძლოა, ეგვიპტელთა მეზობლად აღმოვჩნდეთ.

დანარჩენი შეხვედრები: პოლონეთი-უკრაინა 2:2, ეგვიპტე-ინდოეთი 1:3, რუსეთი-აშშ 2:2,
ვიეტნამი-აზერბაიჯანი 2.5:1.5.
ხუთი ტურის შემდეგ: რუსეთი (12,5), უკრაინა (12)-8-8, ინდოეთი (11.5)-7, ჩინეთი (11)-6, პოლონეთი (11)-5, აშშ (10.5), ვიეტნამი (10), საქართველო (10), აზერბაიჯანი (10)-4-4, ეგვიპტე (1.5)-0 ქულა.

მე-6 ტური: საქართველო-ვიეტნამი, უკრაინა-აზერბაიჯანი, აშშ-ჩინეთი, ინდოეთი-რუსეთი, პოლონეთი-ეგვიპტე.

ვაჟები. V ტური.
აშშ-ბელორუსი 2:2, ეგვიპტე-ინდოეთი 1.5:2.5, თურქეთი-ჩინეთი 2:2, უკრაინა-პოლონეთი 1:3, რუსეთი-ნორვეგია 3:1.

ხუთი ტურის შემდეგ: რუსეთი (14)-9, ჩინეთი (13.5), პოლონეთი (12.5)-8-8, თურქეთი (11)-7, ინდოეთი (11.5)-6, უკრაინა (9.5), აშშ (8.5)-4-4, ნორვეგია (7.5), ბელორუსი (7)-2-2, ეგვიპტე (5)- 0 ქულა.

მე-6 ტური: ბელორუსი-ნორვეგია, პოლონეთი-რუსეთი, ჩინეთი-უკრაინა, ინდოეთი-თურქეთი, აშშ-ეგვიპტე.

მოჭადრაკეები დღეს დაისვენებენ. ჩემპიონატი ხვალ განახლდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ