ჩემპიონის 1 წლის შვილს, გაბრიელ სულაშვილს, რამდენიმე თვის წინ აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა.
მცირეწლოვანი საფრანგეთში მკურნალობს, თუმცა მკურნალობის ბოლო ეტაპზე დაავადების რეციდივის განვითარების გამო მას უახლესი ამერიკული პრეპარატი სჭირდება.
წამალი ამერიკის შეერთებული შტატების წამლების სააგენტომ 31 მაისს დაამტკიცა და მისი ღირებულება ასეულობით ათასი დოლარია.
ექიმების განმარტებით, დაავადება ყოველდღიურად პროგრესირებს, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს კი პრეპარატზე ხელი არ მიუწვდება.
მედიკოსები თვლიან, რომ გაბრიელ სულაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, წამლის სასწრაფოდ შეძენაა აუცილებელი.
მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში,
ხოტენაშვილი, ამავდროულად, ასევე ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა შეჯიბრების პრიზიორია. 2009 წლიდან ბელა ხოტენაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და ოლიმპიადის ბრინჯაოს მფლობელია. სპორტსმენს მოგებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი და სპორტის რაინდის წოდება აქვს მინიჭებული.
ანგარიშის ნომერი: GE42TB7213545066300001
მიმღები: ბელა ხოტენაშვილი