სამნი უდანაკარგოდ

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ბერძნულ პალეოხორაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრების მონაწილე ჩვენებურთაგან ზოგმა ქულით, ზოგმა მეტითაც გაიმდიდრა მონაგარი.

სამი ტურის შემდეგ ლიდერთა ჯგუფში იყვნენ მალხაზ სულაშვილი და ალა ვახანია, რომლებიც თეთრი ფიგურებით ხვდებოდნენ მეტოქეებს. სულაშვილი უკრაინელ დიდოსტატ ალექსანდრ ზუბარევს დაუზავდა, ვახანია კი რუს ანდრეი რიჩაგოვთან დამარცხდა. 2,5 ქულის მქონე ნინო ბაციაშვილმა შავი ფიგურებით ჰოლანდიელ ვან ნიეს პაულინეს მოუგო, წარმატებას მიაღწია ბელა ხოტენაშვილმაც, რომელმაც ბერძენ ალექსანდროს რადოპულოს აჯობა. საკუთარ მონაგარს ქულა შემატა ანა გავაშელმა იტალიელი სერგიო გაროფალოს ძლევით.

გუშინ
მე-5 ტურის პარტიები გაიმართა. სულაშვილი შავებით ვიორელ იორდაჩესკუს (მოლდოვა) შეუთანხმდა ყაიმზე, ხოტენაშვილმა სებასტიან სმითსს (ჰოლანდია) მოუგო, ხოლო ბაციაშვილი, გავაშელი და ვახანია, შესაბამისად, დმიტრი სვეტუშკინთან (მოლდოვა), ნიკიტა მაიოროვთან (ბელარუსი) და ლუკიან ფილიპთან (რუმინეთი) დამარცხდნენ.

ლიდერთა ჯგუფში უკრაინელმა იური კრივორუჩკომ თანამემამულე იაროსლავ ზინჩენკოს სძლია, სერბმა მისა პაპმა რუსი სერგეი ვოლკოვი დაჯაბნა, ხოლო ანდრეი რიჩაგოვმა ალბერტო დავიდს (ლუქსემბურგი) გააჩერებინა საათი. ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ პაპი, რიჩაგოვი და კრივორუჩკო ლიდერობენ. ქართველთაგან ხოტენაშვილსა და სულაშვილს 4-4 ქულა აქვთ, ბაციაშვილს - 3,5, ვახანიას და გავაშელს - 3-3 ქულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული