აი, არაბიძეს კი მარიამ ჭოლაძის მძლეველი სალომე ხაჟომია წამოეწია და მასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. 2,5 ქულა მოაგროვა სოფო ხუციძემ, რომელმაც მარიამ წულაია დაამარცხა.
ვაჟებში ისევ ორხელისუფლებიანობაა - დავით ბენიძესა და დავით ლომსაძეს 3,5-3,5 ქულა აქვთ. გუშინ ისინი ერთმანეთს ყაიმზე შეუთანხმდნენ. 3-3 ქულა მოაგროვეს ნინო ხომერიკმა და ირაკლი ჯანიაშვილმა. ნინომ ნოე თუთისანს აჯობა, ირაკლიმ
დღეს მე-5 ტურში ლიდერთაგან ითამაშებენ: ხაჟომია (3)-წაწალაშვილი (3,5), არაბიძე (3)-ხუციძე (2,5); ბენიძე (3,5)-ხომერიკი (3), ჯანიაშვილი (3)-ლომსაძე 93,5).
- ყველა ორთაბრძოლა დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ჩემპიონები თანატოლთა შორის მსოფლიოს პირველობის საგზურებს დაიმსახურებენ, - გვითხრა შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა ალეკო არსენიძემ, - მოასპარეზეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ყველა პირობა აქვთ შექმნილი. მე-4 ტურიდან განსაკუთრებით წაწალაშვილი-არაბიძის პარტია მინდა გამოვყო. არაბიძემ შუა თამაშში პოზიციურ უპირატესობას მიაღწია, მაგრამ სხვადასხვა ფერის კუთა ენდშპილში წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტოქეებიც მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. იმედია, შეჯიბრებას ინტრიგა ბოლო ტურამდე არ მოაკლდება.