დასვენება მოუხდა

AutoSharing Option
მონგოლეთის დედაქალაქ ულანბატორში ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ფიდეს მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის გათამაშების მე-5 ეტაპი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 12 წარმომადგენელი მონაწილეობს. გაგვახარა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც თეთრი ფიგურებით 32-ე სვლაზე 2006-2008 წლების ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი სიუ იუჰუა დაამარცხა. ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტი, ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 27-ე სვლაზე დანებდა ბულგარელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას. ჰოუ იფანმა (ჩინეთი) მარი სებაგს (საფრანგეთი) სძლია, ბეთულ ილდიზმა (თურქეთი) კი შენ იანთან (ჩინეთი) წააგო. დაზავდნენ: ჟუ ჩენი (ყატარი)-ჰამფი კონერუ (ინდოეთი), ბათჰუიანგ
მონგონთუული (მონგოლეთი)-ჟაო სიუ (ჩინეთი).
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ: სტეფანოვა, ჟაო სიუ _ 4-4, კონერუ, ჰოუ იფანი _ 3,5-3,5, კოსინცევა, ჩიბურდანიძე _ 3-3, სიუ იუჰუა _ 2, მონგონთუული, სებაგი, ჟუ ჩენი, შენ იანი _ 1,5-1,5, ილდიზი _ 1 ქულა.

დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: შენ იანი-კოსინცევა, ჟაო სიუ-სტეფანოვა, სიუ იუჰუა-მონგონთუული, კონერუ-ჩიბურდანიძე, სებაგი-ჟუ ჩენი, ილდიზი-ჰოუ იფანი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული