სალომე და ბაჩანა ჰორიზონტზე არ ჩანან

AutoSharing Option
ბაქოს საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მე-4 ტური მიხეილ მჭედლიშვილისთვის უიღბლო გამოდგა: ქართველი დიდოსტატი თეთრი ფიგურებით ბელარუს სერგეი ჟიგალკოსთან დამარცხდა. მეოთხე გამარჯვება იზეიმა ლაზარო ბატისტა ბრუზონმაც (კუბა), რომელმაც ივან ჩეპარინოვს (ბულგარეთი) მოუგო.

ტურნირის რეიტინგფავორიტი შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) ევგენი რომანოვს (რუსეთი) დაუზავდა. ყაიმზე შეთანხმდნენ რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი) და ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი), დმიტრი ანდრეიკინმა (რუსეთი) პერეს დომინგესს (კუბა) აჯობა.

ტურნირზე მესამე გამარჯვება იზეიმა თორნიკე სანიკიძემ - შავი ფიგურებით მან ჯახანგირ აგარაგიმოვი (აზერბაიჯანი) დაამარცხა. ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: მერაბ გაგუნაშვილი-ბაჰრუზ რზაევი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, გიგა
ყუფარაძე-ჰოუია იდანი (ირანი) 0,5:0,5, შაჰრიარ რაჰმანოვი (აზერბაიჯანი)-დავით მაღალაშვილი 0:1, ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი)-გაიოზ ნიგალიძე 0:1. სალომე მელიამ უკვე მესამე შეხვედრა წააგო, ამჯერად ბათუხან დასტანთან, რომელიც ქართველ დიდოსტატს რეიტინგში 198 პუნქტით (!) ჩამორჩება. გათამაშების ცხრილში სამი მარცხის შემდეგ ნახევარი ქულა ჩაიწერა ბაჩანა მორჩიაშვილმა: იგი ტურკან მამედიაროვს დაუზავდა.

მონაგარი 4 ტურის შემდეგ: ბრუზონი, ჟიგალკო-4-4, ანდრეიკინი, რომანოვი-3,5-3,5, ჩეპარინოვი, ვალეხო, სუტოვსკი, მჭედლიშვილი, დრეევი, საფარლი, მამედოვი, მამედიაროვი, სანიკიძე, ვოლკოვი, მაღალაშვილი, იორდანესკუ-3-3... ყუფარაძე, ნიგალიძე, გაგუნაშვილი-2,5-2,5, მორჩიაშვილი, მელია-0,5-0,5 ქულა.

მეხუთე ტურში ქართველი მოჭადრაკეები მეტოქეებს ასე დაუწყვილდნენ: სანიკიძე-დრეევი, მაღალაშვილი-მამედოვი, ჩეპარინოვი-მჭედლიშვილი, დომინგესი-ყუფარაძე, ნიგალიძე-გაგუნაშვილი, მორჩიაშვილი-ხალაფოვა, კოვსარინია-მელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული