12:22 18-08-2010
6-6 ქულა ქართველებს
AutoSharing Option
ჩალკიდაში გუშინ დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი `ნეგროპონტე 2010~, რომელშიც სამი ქართველი დიდოსტატი ქალბატონიც მონაწილეობდა. ბოლო ტურში სალომე მელია შავი ფიგურებით გერმანელ ალექსანდრ გრაფთან დამარცხდა, ინგა ჭარხალაშვილი უკრაინელ ვალერი ნევროვას დაუზავდა, სოფიკო ხუხაშვილმა კი რუსი იური იაკოვიჩი დაამარცხა. ამდენად, სამივე ჩვენებურმა 6-6 ქულა მოაგროვა. ამ შედეგით მათ ქალთა შორის, შესაბამისად, მესამე-მეხუთე ადგილები გაინაწილეს. პირველი პრიზი 6,5 ქულით 2006 წლის ევროპის ჩემპიონმა ეკატერინა ატალიკმა (თურქეთი) მოიპოვა. მთლიანდ ტურნირში კი ეკატერინას მეუღლემ _ სუათ ატალიკმა გაიმარჯვა. ბოლო ტურში მან შავი ფიგურებით დენის
ხისმატულინს (რუსეთი) აჯობა და 8 ქულა მოაგროვა. 7,5 ქულით მეორე ადგილზე ამერიკელი რობერტ ჰესი გავიდა. ხუთმა მოჭადრაკემ 7-7 ქულას მოუყარა თავი. უკეთესი კოეფიცეინტით მესამე ადგილი რუს ვლადიმირ ბურმაკინს ერგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული