ინგა ბერძენ ვაჟებს დაერია

AutoSharing Option
საბერძნეთში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე კარგი სტარტი აიღო საერთაშორისო ოსტატმა ინგა ხურცილავამ _ მან ზედიზედ სამ მასპინძელს სძლია: ჯერ სპირიდონ ნაკასს მოუგო, მერე აპოსტოლოს ციროპულასი დაამარცხა. მესამე ტურში კი პანაგიოტის მერკურისს გააჩერებინა საათი. სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ შვიდეული მეწინავეობს: ხურცილავა, უკრაინელები _ იაროსლავ ჟერებუხი და ანატოლი კამენეცი, ბერძნები _ გეორგიოს გუმასი, ალექსანდროს გრიგორიადისი, ათანასიოს კარაგიანისი და ბულგარელი რადისლავ ათანასოვი.

მე-4 ტურში ხურცილავა კარაგიანისს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული