ოლიმპიადისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
ხანტი-მანსიისკი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. შეჯიბრების ორგანიზატორები ბევრ დეტალს საიდუმლოდ ინახავენ, თუმცა აქედანვე ცნობილია, რომ ეს ტურნირი ასპარეზობის მონაწილეებსა და მაყურებლებსაც გააოცებს. მხოლოდ რამდენიმე მომენტს გამოვყოფთ: საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში პირველად შეჯიბრების მთავარი მსაჯი ქალი იქნება; საუკეთესო პარტიებს სამ ენაზე სუპერკომპიუტერი გააანალიზებს. გულშემატკივრებისთვის ამზადებენ ავტომატურად მოძრავ ტრიბუნას, გამარჯვებულთათვის კვარცხლბეკს კი არა, არამედ _ ტახტრევანს. ასე რომ, ჩემპიონები ოვაციებს მოისმენენ მსხდომარე და არა ფეხზე მდგომნი. ასპარეზობის ყველა მონაწილეს _ მოჭადრაკებს, მსაჯებს, დელეგატებს, ჟურნალისტებს, ფიდეს წარმომადგენლებს, _ დაახლოებით 2500-მდე ადამიანს, შინ საჩუქრებით გაისტუმრებენ.


თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა ახალი სასტუმრო კომპლექსის გახსნამდე, რომელსაც შეჯიბრების პატივსაცემად `ოლიმპიისკი~ უწოდეს. ორთაბრძოლები გაიმართება უზარმაზარ სპორტულ კომპლექსში, რომელიც სამი ათასამდე მაყურებელს იტევს. ყველა ტური ოლიმპიადის ოფიციალური საიტით გადაიცემა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული