- ასეთი შეკითხვით მიმართა ინტერნეტსაიტმა Chess-news-მა ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალურ მდივანს, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ სავა სტოისავლევიჩს.
"ჩემპიონატის განვლილი ტურების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ წესებს ჯერ კიდევ დამუშავება სჭირდება, - უპასუხა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. - რაც შეეხება დეკოლტეს, გასაგებად არის ახსნილი, რომ ქალთა პერანგზე ზემოდან პირველთან ერთად მეორე ღილის
წესებში არაფერია თქმული მინი-კაბების შესახებ. ზოგიერთ კომპანიაში, ამ მხრივ, ერთგვარი აკრძალვა მოქმედებს, მაგალითად, მუხლს ზემოთ 5-10 სანტიმეტრზე მოკლე კაბის ჩაცმა არ შეიძლება.
მე აქ ვხედავ ბევრ მოჭადრაკეს მოკლე ქვედაკაბით. სიმპათიური გოგონები არიან და უხდებათ. შესაძლოა, ეს თვალისთვისაც სასიამოვნო იყოს, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს. მახსოვს, ერთხელ, ჯერ კიდევ როცა დრეს-კოდი არ არსებობდა, ერთ გოგონას შენიშვნა მივეცი, რადგან საშეჯიბრო დარბაზში ისე ჩაცმული (უფრო - გახდილი) მოვიდა, როგორითაც სხვები მხოლოდ პლაჟზე თუ ივლიან.
კარგი ვქენით, რომ დრეს-კოდზე მუშაობა დავიწყეთ, ეს ჭადრაკის იმიჯისთვის აუცილებელია. წესებით იკრძალება ქუდის დახურვა, რათა საჭადრაკო მაქინაციები (ტექნიკური საშუალებების შეუმჩნეველი გამოყენება) გამოირიცხოს.
ცხადია, იქნება გამონაკლისებიც, რაც ზოგიერთი ქვეყნის ტრადიციებს უკავშირდება. ახლა მოუთმენლად ველი ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს, რომელიც ბულგარეთში 19 მარტს დაიწყება. მანდილოსნები ყოველგვარი დრეს-კოდის გარეშეც დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას; ვაჟებში კი ახალი წესების გამოყენება, ვინ იცის, იქნებ სასარგებლოც გამოდგეს.
მე-13 პარაგრაფში კაცებისთვის პირდაპირ არის მითითებული: შარვალი, ჯინსი, ასევე, პერანგი, უნდა იყოს სუფთა, არ უნდა იყოს დახეული, ზედმეტად გახეხილი და სუნი არ უნდა უდიოდეს"...
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, და შეურაცხმყოფელიც ამგვარი წესების მიღება, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთებმა, მართლაც ძალიან გაუტიეს და მათთვის ლაგამი აუცილებელი გახდა.
Chess-news-ის ფოტოკორესპონდენტმა დრეს-კოდის წესებისგან გადახვევით ჩაცმული რამდენიმე მოჭადრაკე აღბეჭდა ფირზე, მათ შორის სერბეთში გათხოვილი რუსი მარია მანაკოვა მოკლე კაბით.
ამგვარი ჩაცმულობა მას სრულებითაც ვერ შეუქმნის უხერხულობის განცდას, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთი ჟურნალის ("სპიდ ინფო") გარეკანზე დედიშობილა გამოგვეცხადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"