ბათუმი რაპიდსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატებს უმასპინძლებს

AutoSharing Option
გადაწყდა, რომ რაპიდსა (სწრაფი ჭადრაკი) და ბლიცში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატებს, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია, აჭარის დედაქალაქი ბათუმი უმასპინძლებს.

შეჯიბრების მონაწილენი წლეულს 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით რაპიდში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს შვეიცარიული სისტემით 11 ტურად, 25-25-წუთიანი დროის კონტროლით, ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით.

4-5 ივნისს ბლიცში გამოვლინდებიან ჩემპიონები და პრიზიორები. აქ შვეიცარიული სისტემით 15 ტური გაიმართება. მოჭადრაკეებს პარტიისთვის 4-4 წუთი მიეცემათ, თითოეულ სვლაზე 2-2 წამის დამატებით.

ჩემპიონატების საპრიზო ფონდია 100.000 დოლარი. რაპიდში გამარჯვებული 12.000, ხოლო ბლიცში
პირველ ადგილზე გასული 10.000 დოლარით დაჯილდოვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული