ერთი ლიდერი და 12 მდევარი

AutoSharing Option
დუბაიში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ერთბაშად ექვსი დიდოსტატი მეწინავეობდა. მათ შორის სამი ქართველი იყო.

18 აპრილს მე-4 ტურში ბაადურ ჯობავა და ლევან ფანცულაია დაზავდნენ. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი) და მიხეილ მჭედლიშვილი.

ჩინელმა ნი ჰუამ უკრაინელ მარტინ კრავცივს სძლია და 4 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვა 12-მა მოჭადრაკემ, მათ შორის ჯობავამ, ფანცულაიამ და მჭედლიშვილმა. დავით არუთინიანმა ერევნელ ზავენ ანდრიასიანთან წააგო, სოფიო ხუხაშვილმა კი ირანელ იკრომ ილჰომზოდასთან ქულა გაიყო. ორივე ჩვენებურს 2,5-2,5 ქულა აქვს.

19
აპრილს მე-5 ტურში ლიდერთაგან ითამაშებენ: ჯობავა-ნი ჰუა, ვლადიმირ აკოფიანი (სომხეთი)-ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი), ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა)-იური კუზუბოვი (უკრაინა), ვლადიმირ ბაკლანი (უკრაინა)-ტიგრან პეტროსიანი (სომხეთი), მიხეილ მჭედლიშვილი-ლევან ფანცულაია, ევგენი მიროშნიჩენკო (უკრაინა)-ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი), პარიმარჯან ნეგი (ინდოეთი)-სუნდარ შიამი (ინდოეთი)... დავით არუთინიანი-კოხესტანი (ინდოეთი), მარია მაკროპულუ (საბერძნეთი)-სოფიკო ხუხაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული