22 მაისს მან თეთრი ფიგურებით პრინციპული შეხვედრა მოუგო 2010 წლის საქართველოს ჩემპიონ მერაბ გაგუნაშვილს. საამისოდ მას 61 სვლა დასჭირდა. ახლა იგი უახლოეს მეტოქეებს 1,5-1,5 ქულით უსწრებს და დარჩენილ ორ ტურში ჩემპიონობისთვის ნახევარი ქულაც ჰყოფნის.
მე-9 ტურში წარმატებით ითამაშა კონსტანტინე შანავამაც - თეთრებით ზურაბ ჯავახაძეს 66-ე სვლაზე აჯობა და 6,5 ქულით ლუკა
საქართველოს ჩემპიონ დავით ზარქუას გათამაშების ცხრილში უბრძოლველად ჩაეწერა ქულა, რადგან, როგორც გაუწყეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჯიბრებას გამოეთიშა ლევან ფანცულაია. ისევ წააგო ივერი ჭიღლაძემ - ამჯერად დავით ლომსაძესთან. ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ირაკლი ბერაძე და გიგა ყუფარაძე ყაიმზე შეთანხმდნენ.
ცხრა ტურის შემდეგ: ჯობავა - 8, პაიჭაძე, შანავა - 6,5-6,5 , ზარქუა, გაგუნაშვილი - 6-6, არუთინიანი - 4,5, ჯავახაძე, ბერაძე - 4-4, ყუფარაძე, ლომსაძე - 3,5-3,5, ფანცულაია - 1,5, ჭიღლაძე - 0 ქულა.
23 მაისს მე-10 ტურში ითამაშებენ: არუთინიანი - ლომსაძე, ყუფარაძე - ჭიღლაძე, ფანცულაია - ბერაძე, ჯავახაძე - ზარქუა, გაგუნაშვილი - შანავა, პაიჭაძე - ჯობავა.
ჩემპიონობას ნახევარი ქულა აშორებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"