ვაჟთა მე-6 ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: რუსეთი (2)-ჰოლანდია 3:1, რუსეთი (1)-ჩეხეთი 2,5:1,5, აზერბაიჯანი-ინდოეთი 3:1, ვიეტნამი-აშშ 1,5:2.5, პოლონეთი-ესტონეთი 3:1, რუსეთი (3)-საბერძნეთი 2:2, ჩერნოგორია-ჩინეთი 1,5:2.5.
დღეს მე-7 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: უკრაინა (11/18,5)-საქართველო(11/19,5), უკრაინის სპორტულ ღირსებას იცავენ: ვასილ ივანჩუკი (2754), რუსლან პონომარიოვი (2749), პაველ ელიანოვი (2761), ზახარ ეფიმენკო (2683) და ალექსანდრ მოისეენკო (2658); სომხეთი (11/17)-აზერბაიჯანი (10/18), რუსეთი-2 (10/18,5)-რუსეთი-1 (10/16,5), აშშ (10/17)-პოლონეთი (10/18), ბრაზილია (9/17,5)-უნგრეთი (10/14,5)... 9-9 ქულა ვაჟებში 14-მა ნაკრებმა მოაგროვა.
ქალებში 12 ქულით რუსეთის პირველი გუნდი ლიდერობს ერთპიროვნულად, რომელმაც გუშინ უკრაინას მოუგო 2,5:1,5. მეწინავეთა ჯგუფში შეინარჩუნა ადგილი საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ასეთივე ანგარიშით ამერიკელებს აჯობა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ (2534) ირინა კრუში (2490) დაჯაბნა. ასევე წარმატებას მიაღწია სალომე მელიამ (2439). თათევ აბრაამიანის (2352) ძლევით მან გუნდს გამარჯვება მოუტანა. მანამდე ბელა ხოტენაშვილი (2464) საბინა-ფრანჩესკა ფოიშორს (2293) დაუზავდა, ლელა ჯავახიშვილი (2451) კი ანა ზატონსკიხთან (2480) დამარცხდა.
გაუწყებთ მეწინავეთა დანარჩენ შეხვედრათა ანგარიშებს: უნგრეთი-პოლონეთი 4:0, რუსეთი (3)-ჩინეთი 1:3, ინდოეთი-იტალია 3:1, ბულგარეთი-სერბეთი 2:2, სომხეთი-რუსეთი (2) 2:2, შვეიცარია-გერმანია 2:2, ესტონეთი-რუმინეთი 1,5:2.5.
მე-7 ტურში ითამაშებენ: რუსეთი (12/17,5)-უნგრეთი (11/18), ჩინეთი (10/17,5 ჰოუ იფანი-2578, იუ ვენძიუნი-2516, ჟაო სიუ-2469, ჰუან ქიანი-2436, ვენ იუ-2394)-საქართველო (10/18,5), უკრაინა (10/17,5)-ინდოეთი (10/18), რუსეთი-2 (9/15)-რუმინეთი (9/17), აშშ (9/16,5)-სომხეთი (9/17), სერბეთი (9/17)-შვეიცარია (9/14,5), გერმანია (9/17)-ხორვატია (9/14,5), ბულგარეთი (9/14)-უზბეკეთი (9/17), კუბა (8/17)-სლოვენია (9/14).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"