ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ლიდერები: იოვანა ვოინოვიჩი (ჩერნოგორია) - ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი), ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) - ალინა კაშლინსკაია (რუსეთი), კლაუდია კულონი (პოლონეთი) - გუო ქი (ჩინეთი); რუმინეთის ნაკრების წევრმა ირინა ბულმაგამ ჰანა-მარი კლეკი (გერმანია) დაამარცხა, დეიზი კორიმ (პერუ) - ირინა პეტროვა (უკრაინა), ანდრეა პაულა როდრიგესმა (კოლუმბია) დომინიკა ბატკოვსკაიტეს (ლიტვა) სძლია.
ექვსი ტურის შემდეგ 5 ქულით ბულმაგა დაწინაურდა. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით
ვაჟებში 5,5 ქულით გათამაშების ცხრილის პირველ საფეხურზე გადაინაცვლა ალექსანდრ იპატოვმა (თურქეთი), რომელმაც გუშინ შავი ფიგურებით შვედ ნილს გრანდელიუსს აჯობა. მეწინავეთა ჯგუფის წევრთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: იუ იანი (ჩინეთი) - სამველ ტერ-საჰაკიანი (სომხეთი) 0,5:0,5, სალემ სალეჩი (გაერთიანებული საემიროები) - დინ ლირენი (ჩინეთი) 0,5:0,5, კარენ გრიგორიანი (სომხეთი) - იაროსლავ ჟერებუხი (უკრაინა) 1:0, რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი) - ხორხე კორი (პერუ) 1:0, ანდრეას ნეიმანი (გერმანია) - ალექსანდრ შიმანოვი (რუსეთი) 0:1, რობინ ვან კამპენი (ჰოლანდია) - დას დებაშისი (ინდოეთი) 0:1. ექვსი ტურის შემდეგ 6-მა მოჭადრაკემ 5-5 ქულას მოუყარა თავი.
ქართველთაგან შალვა ნადირაშვილმა ფირმან ფარიდს (ინდონეზია) აჯობა და 3 ქულას მოუყარა თავი. დიმიტრი კვარაცხელიამ ვლადიმირ ჯაკოსთან (სლოვაკეთი) წააგო და 2,5 ქულა დარჩა.
8 აგვისტოს მე-7 ტურში მერი არაბიძე მონიკა სიჰიტე ჩელსის (ინდონეზია) დაუპირისპირდება; ნანი უნაფქოშვილი ასევე ორქულიან ვერონიკა რეგინა კალაიდინასთან (კანადა) გაარკვევს ურთიერთობას. ვაჟებში შალვა ნადირაშვილი ალექსანდროს დოუნისს (საბერძნეთი), ხოლო დიმიტრი კვარაცხელია გიუსეპ ლიევას (პერუ) შეხვდება.
რაპიდი არუთინიანმა მოიგო
ჩეხეთის ქალაქ ოლომოცში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი). შვიდი ტურის შემდეგ ექვსმა მოჭადრაკემ 5,5-5,5 ქულას მოუყარა თავი.
უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი თბილისელმა დიდოსტატმა დავით არუთინიანმა დაიკავა. მომდევნო ადგილებზე მოდიან პლატ ვოიტეჩი (ჩეხეთი), მიხაილ სიმანცევი (უკრაინა), კონსტანტინ ჩერნიშოვი (რუსეთი), ვიტალი სივუკი (უკრაინა) და პიერ ვილეგასი (ჩერნოგორია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"