ძაგნიძე ერთპიროვნულად ლიდერობს

AutoSharing Option

სომხურ ჯერმუკში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის მეოთხე გათამაშება, რომელშიც 12 დიდოსტატი მონაწილეობს, მათ შორის ორნი - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე - საქართველოდან. ფინიშამდე ტურით ადრე 8,5 ქულით სწორედ ძაგნიძე მეწინავეობს. ლიდერს ქულით ჩამორჩება რუსი ტატიანა კოსინცევა. მომდევნო ადგილებზე მოდიან: ლილით მკრტიჩიანი-6, ელინა დანიელიანი (ორივე - სომხეთი), ანტუანეტა სტეფანოვა ბულგარეთი), ჰოუ იფანი (ჩინეთი)-5,5-5,5, შენ იანი (ჩინეთი)-5, პია კრამლინგი (შვედეთი), მაია ჩიბურდანიძე-4,5, სიუ იუჰუა (ჩინეთი)-3,5, ბაირა კოვანოვა (რუსეთი)-2,5, მარტა ფიერო (ეკვადორი)-1,5 ქულა.
5 ივლისს ბოლო ტურში

ითამაშებენ: კოვანოვა-მკრტიჩიანი, ფიერო-კრამლინგი, კოსინცევა-დანიელიანი, ჩიბურდანიძე-სტეფანოვა, ძაგნიძე-ჰოუ იფანი, შენ იანი-სიუ იუჰუა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული