ბაადურ ჯობავა ბოლო ტურის წინ ბოლოსწინა ადგილზე

AutoSharing Option
ბულგარულ ბურგასში დასასრულს უახლოვდება შავი ზღვის ქვეყნების მოჭადრაკეთა ფინალური ტურნირი, რომელშიც ექვსი დიდოსტატი მონაწილეობს, მათ შორის - ბაადურ ჯობავა, რომელმაც შეჯიბრებამდე ცოტა ხნით ადრე ხერხემალზე ორი ოპერაცია გაიკეთა და ბოლომდე მომჯობინება ვერ მოასწრო, რამაც შედეგებზეც იმოქმედა:

რვა ტურში მან მხოლოდ ერთხელ მიაღწია წარმატებას (თურქი სუათ ატალიკი დაამარცხა), სამი შეხვედრა ყაიმით დაასრულა და ოთხი ორთაბრძოლა დათმო. კარიერის განმავლობაში ბაადურს ასეთი სუსტი შედეგი არასდროს ჰქონია. ეტყობა, მასპინძლებს ხათრი ვერ გაუტეხა, თორემ, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსგავსად, არც ბურგასში იასპარეზებდა.

18 სექტემბერს ბოლოსწინა, მეცხრე
ტურის შეხვედრები ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: ვლადიმირ მალახოვი (რუსეთი) - ალექსანდრ არეშჩენკო (უკრაინა), ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი) - ლივიუ-დიტერ ნისიპეანუ (რუმინეთი), სუათ ატალიკი (თურქეთი) - ბაადურ ჯობავა.

ცხრა ტურის შემდეგ: ჩეპარინოვი - 6,5, მალახოვი - 6, ნისიპიანუ, არეშჩენკო - 5-5, ჯობავა - 3, ატალიკი - 1,5 ქულა.

19 სექტემბერს ითამაშებენ: არეშჩენკო - ატალიკი, ჯობავა - ჩეპარინოვი, ნისიპეანუ მალახოვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული