ნაზიმ 40 პუნქტი შეიმატა

AutoSharing Option
პოლონურ ვროცლავში დამთავრდა მოჭადრაკეთა მე-5 საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 12 ქვეყნის 76 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - ჩვენებური ნაზი პაიკიძე. შეჯიბრებაზე შვეიცარიული სისტემით ცხრა ტური გათამაშდა. 7-7 ქულით პირველი-მეორე ადგილები პოლონელებმა - რადოსლავ ვოიტაშეკმა და 2002 წლის ევროპის ჩემპიონმა ბართლომეი მაჩეიმ გაიყვეს. გამარჯვებულებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და მესამე-მეშვიდე ადგილები რობერტ მარკუშმა (სერბეთი), სერგეი ტივიაკოვმა (ჰოლანდია), დანიელ ფრიდმანმა (გერმანია), მაქსიმ როდშტეინმა (ისრაელი) და ნაზი პაიკიძემ გაიყვეს.
საგულისხმოა, რომ ბოლო ტურში ქართველმა მოჭადრაკემ (რეიტინგი - 2317) უნგრელი ჩაბა ბალოში (2621) დაამარცხა. პაიკიძე ქალებში
პირველი იყო და პირადი რეიტინგი 40 პუნქტით გაიმდიდრა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული