აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი - ”ბაქო-2012”, რომელშიც 10 ქვეყნის 64 წარმომადგენელი იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის. მათ შორის 8 საქართველოდანაა. ტურნირის საპრიზო ფონდია 50 000 დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 10 000-ს მიიღებს. მომდევნო ოთხ ადგილზე გასულნი, შესაბამისად, 6 000, 4 000, 2000 და 1 500 დოლარით დაჯილდოვდებიან. სულ 30 საუკეთესო მიიღებს ფულად ჯილდოს. ქალთა შორის საუკეთესო სამეულისთვის, შესაბამისად, 600, 400 და 200 დოლარია დაწესებული.
უკვე გათამაშდა სამი ტური. გუშინ მეწინავეთაგან ბარის ესენმა (თურქეთი) შავი ფიგურებით ევგენი ალექსეევი (რუსეთი) დაამარცხა. მასპინძელმა
ელთაჯ საფარლიმ თანამემამულე ვასიფ დურარბეილის მოუგო, ხოლო მაგჰამი ჩაემი (ირანი) და გადირ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი) დაზავდნენ. ტურნირის რეიტინგფავორიტმა (2705) ანტონ კორობოვმა (უკრაინა) მუსტაფა იილმაზი (თურქეთი) დაჯაბნა. ჩვენებურთა შეხვედრები აზერბაიჯანელ მეტოქეებთან ასე დამთავრდა: ლომგულ გულიევი -
მიხეილ მჭედლიშვილი 0,5:0,5, კანან იზატი -
თორნიკე სანიკიძე 0,5:0,5,
სალომე ხაჟომია - აზერ მირზოევი 0:1, ნიჯათ ასაევი -
გაიოზ ნიგალიძე 0,5:0,5, ნარმინ კაზიმოვა -
ნინო ბაციაშვილი 0:1,
სოფიკო ხუხაშვილი - საბინა იბრაგიმოვა 1:0, გულნარ მამადოვა -
ანა გავაშელი 1:0, ქანან ჰეიდარლი -
ლევან ფანცულაია 0,5:0,5.
სამი ტურის შემდეგ: ესენი, საფარლი - 3-3, კორობოვი, გუსეინოვი, მამედოვი, პარიმარიჯან ნეგი - 2,5-2,5. მჭედლიშვილი, სანიკიძე, ბაციაშვილი, ხუხაშვილი - 2-2, ხაჟომია, ნიგალიძე - 1,5-1,5, გავაშელი, ფანცულაია - 1-1 ქულა.
დღეს მე-4 ტურის პაექრობები გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"