ჩვენი წაგებით დიდად
ხუთი ტურის შემდეგ 8 ქულით (12,5) კრასნოტურინსკის ავს-ი ერთპიროვნულად დაწინურდა. 7-7 ქულა ერთბაშად ოთხ გუნდს მოუგროვდა: მონტე კარლოს (14,0), მიკას (13,5), პეტერბურგს (13,0) და სამაიას (10). 6-6 ქულით მეწინავეებს გიპრორეჩტრანსი (13,0) და ?ოკომოტივი (11) მიუჩოჩდნენ. დარჩენილ ორ ტურში მედლებისთვის სწორედ ეს 7 გუნდი იბრძოლებს. დღეს ბოლოსწინა ტურში ითამაშებენ: ავს-პეტერბურგი, მიკა-მონტე კარლო, გიპრორეჩტრანსი (ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)-2499, ბათჰუიაგ მონგონთუული (მონგოლეთი)-2412, ელენა ზაიაცი (რუსეთი)-2407, ირინა ვასილევიჩი (რუსეთი)-2324, მარინა ფომინიხი (რუსეთი)-2305)-სამაია, ?ოკომოტივი-?შდოდი.
ვაჟთა ტურნირში 10 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მოექცა რუსეთის ?კონომისტი, რომელმაც გუშინ აზერბაიჯანის სოკარი (22,0) დაამარცხა 4:2. ცხრა ქულით მე-2 ადგილზეა ერევნის მიკა (21,5). სომხებმა გუშინ ჩეხეთის ნოვი ბორს დაუზავდნენ. 6-მა გუნდმა 8-8 ქულას მოუყარა თავი. უკრაინის ჩერნიგივმა 5:1 მოუგო (ბაადურ ჯობავას არ უთამაშია) სლოვაკეთის პრიევიძას, ლუქსემბურგის კავალიე 0,5:5,5 დანებდა შვედების ვიკინგებს. ის ნახევარი ქულა ძლეულთ თორნიკე სანიკიძემ მოუტანა.