იტალიურ არკოში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალებში 6 ტურის შემდეგ 4,5-4,5 ქულით ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, სენიორებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული თამარ ხმიადაშვილი და ელენა ფატალიბეკოვა ლიდერობდნენ.
გუშინ მე-7 ტურში ხმიადაშვილმა 44-ე სვლაზე ფატალიბეკოვას მეფე დააშამათა და მონაგარი ქულით გაიმდიდრა. ასევე წარმატებას მიაღწია გაფრინდაშვილმა, რომელმაც რუსი ლარისა ხროპოვა დაამარცხა. ჩვენებურები შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე 5,5-5,5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში არიან. დღეს გაფრინდაშვილი სვეტლანა მედნიკოვას (რუსეთი), ხმიადაშვილი კი ბორისლავა ბორისოვას (შვედეთი) შეხვდება.
მამაკაცებში 8 ტურის მერე (ქალებისგან განსხვავებით,
ისინი 11 ტურს ითამაშებენ) 6,5-6,5 ქულით ერთბაშად 6 მონაწილე მეწინავეობდა. გუშინ მათი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: მიჰაი შუბა (რუმინეთი)-ვიტალი ცეშკოვსკი (რუსეთი) 0:1, ანატოლი ვაისერი (საფრანგეთი)-ანატოლი შვედჩიკოვი (რუსეთი) 0,5:0,5, დუშან რაიკოვიჩი (სერბეთი)-ვლასტიმილ იანსა (რუსეთი) 0,5:0,5.
ცხრა ტურის შემდეგ 7,5 ქულით ერთპიროვნულად ევროპის ჩემპიონი ცეშკოვსკი დაწინაურდა.