თორნიკე სანიკიძემ პირველობა გაიყო

AutoSharing Option
გერმანიაში დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 93 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი თორნიკე სანიკიძე.

შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად გამართულ შეჯიბრებაში ჩვენებურმა 5 პარტია მოიგო, ორიც ყაიმით დაამთავრა და 6 ქულით ინდოელ დას ნეელოტპალთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გაიყო. დამატებითი მაჩვენებლებით მთავარი პრიზი ქართველ დიდოსტატს ხვდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული