პირველ დაფაზე ჩვენებურს (2707) 79 სვლა დასჭირდა მსოფლიოს ჩემპიონის რუსლან პონომარიოვის (2744) დასამარცხებლად; მისმა თანაგუნდელმა ანტონ კორობოვმა ალექსანდრ არეშჩენკოს სძლია. დაზავდნენ ევგენი მიროშნიჩენკო და ანდრეი ვოლოკიტინი, ხოლო სერგეი ჟიგალკო იური კუზუბოვს დანებდა. საბოლოოდ 2,5:1,5 გაიმარჯვა "ჩერნიგოვმა".
"ხარკოვისა" და "როვნოს" შეხვედრაც მსგავსი ანგარიშით დამთავრდა როვნოელთა სასარგებლოდ. აქ ყაიმზე შეთანხმდნენ: ალექსანდრე მოისეენკო-მარტინ კრავცივი, ვალერი ავესკულოვი-ვლადიმირ იაკიმოვი, ოლეგ ივანოვი-ვლადიმირ ონიშჩუკი,
დღეს მესამე ტურის პარტიები გაიმართება.