დაწინაურებულთაგან დაზავდნენ: ტიგრან კოტანჯიანი (სომხეთი)-გიორგი ნიკოლაშვილი, ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი)-დავით ბენიძე, სოფიკო გურამიშვილი-დავით მაღალაშვილი, მერი არაბიძე-ჯამბულ მაკარაძე, დავით ლომსაძე-მადონა ბოკუჩავა. დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ლევან ფანცულაია-პარმენ გელაზონია 1:0, აკაკი შალამბერიძე-კონსტანტინე შანავა 0:1, გაიოზ ნიგალიძე-აჰმედ ალი ლაუდი (ერაყი) 1:0, შოთა აზალაძე-გიორგი გამზარდია 1:0, ჰუსეინ ალ-ალი (ერაყი)-თამარ ხმიადაშვილი 1:0, ნოდარ ლორთქიფანიძე-მაია ლომინეიშვილი 1:0, ღასან ალი (ერაყი)-მირანდა
ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობენ: ფანცულაია, შანავა, ზარქუა, ლორთქიფანიძე, ჯავახაძე, ნიგალიძე, აზალაძე, ღასან ალი. მესამე ტურში მათი დაპირისპირების შემდეგ დაწინაურებულთა წრე უფრო შემჭიდროვდება.
ნანა ალექსანდრიას თასზე მთავარი პრიზისთვის უფროსებთან ერთად 8-14 წლის მოჭადრაკეებიც იბრძვიან. გუშინ ისინი მეოთხე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს.
8-წლიან გოგონებში 3 ტურის შემდეგ სამ-სამი ქულით ანასტასია სიდამონიძე, მაია ბეჭვაია და თიკა ცაგურია ლიდერობენ. ნახევარ-ნახევარი ქულით მათ ანი მიქაძე და ნუცა ცირეკიძე ჩამორჩებიან. ამავე ასაკის ვაჟებში უდანაკარგოდ მხოლოდ ოთხი მოჭადრაკე დარჩა _ ალექსანდრე გორგაძე, ანტონ ნადირაძე, ედგარ ვარდანიანი (სომხეთი) და დავით კამკია.
10-წლიან გოგონებში ერთპიროვნულად მხოლოდ გვანცა მარგველაშვილი ლიდერობს, რომელმაც სამივე პარტია მოიგო. 2,5-2,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ნინო ჯალაღონია და ელენე კოსტავა იყოფენ. ვაჟებში გათამაშების ცხრილის სათავეში ერთადერთი მონაწილეა _ სამი მეტოქის მძლეველი ლევან ბაბუხადია. შვიდი მოჭადრაკე მას ნახევარ-ნახევარით ქულით ჩამორჩება.
12-წლიან გოგონებში ნინო ხომერიკმა გუშინ შავი ფიგურებით მაია მუმლაძე დაამარცხა და 3 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეს მარტოდმარო შემორჩა. 2,5-2,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს მარიამ ჯავახიშვილი, მარიამ მჟავია და ნარმინ მამადოვა (აზერბაიჯანი) იყოფენ. ვაჟებში ორხელისულფებიანობაა: გიორგი სიბაშვილსა და ნიკა ღვამბერიას 3-3 ქულა აქვთ, ნოე თუთისანმა, ალექსანდრე პანასენკომ და ავთანდილ ფანჩულიძემ 2,5-2,5 ქულა მოაგროვეს.
უკვე გაუწყეთ, რომ 14-წლიან გოგონებში მხოლოდ 9 მონაწილეა, ამიტომ ისინი წრიული სისტემით ხვდებიან ერთმანეთს. გუშინდელი მესამე ტურის პარტიები ასე დამთავრდა: ნინო გერგეშელიძე-ანა ხორგუაშვილი 0:1, ანა შამათავა-ადა კაკუტია 1:0, ნატო იმნაძე-თათია კოხრეიძე 1:0, მარიამ წულაია-მარიამ ჭოლაძე 0:1, თეკლა მაჭარაშვილი ისვენებდა.
სამი ტურის შემდეგ: შამათავა-3, მაჭარაშვილი, ჭოლაძე, იმნაძე _ 2-2, გერგეშელიძე, ხორგუაშვილი, კაკუტია, კოხრეიძე _ 1-1, წულაია _ 0 ქულა.
ვაჟებში თანატოლთა შორის საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა ირაკლი ბერაძემ და ალექსანდრე ებრალიძემ 3-3 ქულას მოუყარეს თავის. გიგლა ბენიძე მათ კვალში 2,5 ქულით მიჰყვება.